31 მაისი, 2016
ეს ნიღაბი მოგაშორებთ აკნესა და ლაქებს - ჯადოსნური რეცეპტი რთული კანისთვის
ეს ნიღაბი, რომელიც ადვილად ხელმისაწვდომი ინგრედიენტებისგან შედგება, ყველაზე რთული პრობლემის მოგვარებაშიც კი დაგეხმარებათ. მის მოსამზადებლად დაგჭირდებათ თაფლი, ახალგამოწურული ლიმონის წვენი, დარიჩინი და მუსკატი.

დარიჩინი წარმატებით ებრძვის სოკოს, ვირუსებსა და მოკრობებს, სწორედ ამ თვისებების წყალობით, მნიშვნელოვნად ამცირებს ბაქტერიებით გამოწვეული დაავადებების რისკს.
მუსკატს ანთების საწინააღმდეგო მოქმედება აქვს, ამიტომაც აკნეს დროს დიდი დახმარების გაწევა შეუძლია.

რაც შეეხება თაფლს, ის ადეზინფიცირებს კანს და აჩქარებს შეხორცების პროცესს, ასევე, მოქმედებს როგორც ანტიბაქტერიული საშუალება.

ლიმონი აუფერულებს ლაქებსა და ნაწიბურებს.

დაგჭირდებათ:

1 ჩაის
კოვზი თაფლი.

1 ჩაის კოვზი ახალგამოწურული ლიმონის წვენი.

½ ჩაის კოვზი დარიჩინი.

½ ჩაის კოვზი მუსკატი.

აურიეთ ინგრედიენტები ერთგვაროვანი პასტისებური მასის მიღებამდე. თუ მგრძნობიარე კანი გაქვთ, ლიმონის წვენს ნუ შეურევთ.

მიღებული მასა წაისვით სახეზე, გაიჩერეთ 30 წუთით. თუ კანი ძალიან აგეწვათ ნიღაბი 10 წუთის შემდეგ თბილი წყლით ჩამოიბანეთ. შემდეგ წაისვით კრემი, რომელსაც ჩვეულებრივ იყენებთ.

სოფიო ბულაური 


FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS