• დილით ადრე ვარჯიში მავნეა ჯანმრთელობისთვის. საქმე ის არის, რომ ჰორმონები, რომლებიც პასუხს აგებენ ორგანიზმის ქმედუნარიანობაზე, მხოლოდ დილის 11 საათისთვის გამოიტყორცნება სისხლში. ამიტომაც ადრიანი ვარჯიში ანგრევს ორგანიზმს. ნებისმიერი ფიზიკური სამუშაო მხოლოდ
• სტომატოლოგთან მიღებაზე უმჯობესია, დილის საათებში ჩაეწეროთ. საერთოდ გაითვალისწინეთ, ყველა მეტ-ნაკლებად მტკივნეული პროცედურა დილით უფრო ადვილი გადასატანია, რადგან საღამოს ტკივილისადმი მგრძნობელობა საკმაოდ იმატებს.
• თუ საკუთარ წონას აკონტროლებთ, არასოდეს მიირთვათ პაშტეტი და კაკაო.
• არ გარეცხოთ ჭურჭელი საღამოს - ეს საქმე დილისთვის გადადეთ. და საერთოდ, საღამოს და ღამით ფიზიკურად არ იმუშაოთ. ამ პერიოდში კუნთების ძალა იკლებს. შრომისუნარიანობა ყველაზე დაბალია ღამის 2 და 4 საათებს შორის.
• საფანელი ხორცისა და თევზის ნაჭრებს არა მარტო კარგად ბრაწავს, არამედ მათ ყველა სასარგებლო თვისებას უნარჩუნებს.
• ნუ ჩაასხამთ აბაზანაში შეფუთვაზე მითითებულ რაოდენობაზე მეტ ტანის დასაბან საშუალებას, სინთეთიკური ნივთიერებები აშრობს კანს.
• ხარშვისას ბოსტნეულმა სასარგებლო ნივთიერებები მაქსიმალურად რომ შეინარჩუნოს, წყალი რომ ადუღდება ჯერ მარილი ჩაყარეთ და შემდეგ ბოსტნეული. ხარშვა კი ნელ ცეცხლზე უნდა დაასრულოთ.
• თუ თქვენ ფიზიოლოგიური არსით "ბუ" ხართ და მთელი ღამე კომპიუტერთან ზიხართ, ღამის პერიოდში წასახემსებლად გამოიყენეთ არა მცენარეული, არამედ ცილოვანი საკვები: ხორცი, თევზი, კვერცხი, რძე, ასევე, დალიეთ ცხელი ჩაი ან ყავა. სწორედ ცილოვანი საკვები ზრდის ნივთიერებათა ცვლის ინტენსივობას და ამაღლებს ცენტრალური ნერვული სისტემის ტონუსს.
• კბილები დილით კბილის პასტით გაიხეხეთ, საღამოს - კბილის საწმენდი ფხვნილით. საქმე ის არის, რომ პასტა უფრო სუსტია, ვიდრე ფხვნილი. დღისით კბილები ნერწყვისა და მაგარი საკვების დახმარებით დამატებით იწმინდება. ღამით კი ასე არ ხდება, ამიტომ კბილებს ფხვნილი სახით უფრო ძლიერი საშუალება სჭირდება.
• ჩვეულებრივ, ქალები ცდილობენ, წონაში რომ არ მოიმატონ, ღამით არ ჭამონ. თუმცა, წონასთან ერთად ღამით ჭამა სახის კანსაც ვნებს - დილით ქუთუთოები შესივებულია, შეიძლება გამონაყარმაც იჩინოს თავი.
• თუ გსურთ, რაც შეიძლება დიდიხანს შეინარჩუნოთ ახალგაზრდობა, შეეცადეთ შეინარჩუნოთ კანქვეშა ცხიმი, ამიტომაც, ნუ გამოიჩენთ ზედმეტ გულმოდგინებას და მეტისმეტად ნუ გახდებით.
სოფიო ბულაური