27 მაისი, 2016
როგორ ებრძოდნენ ჭარბთმიანობას ბებიები - საჭირო რჩევები გოგონებისთვის
ჭარბთმიანობა ქალის ერთ-ერთი მტკივნეული პრობლემაა, თუმცა მის მოსაგვარებლად თანამედროვე კოსმეტიკური საშუალებების გარდა წლების განმავლობაში გამოცდილი უამრავი ხალხური რეცეპტიც არსებობს.

შემოგთავაზებთ რამდენიმეს:

ვაზის ღეროები დაწვით, ნაცარი გაცერით და დაუმატეთ კირი, გააზავეთ წყლით და მიღებული ფაფისებური მასა წაისვით პრობლემურ მონაკვეთზე. როცა კარგად გაშრება, თბილი წყლით ჩამოიბანეთ. 3-4 პროცედურის შემდეგ თმა ჩამოცვივდება და კანი სუფთა და გლუვი გახდება.

ზღვის ნიჟარები ძლიერ ცეცხლზე კარგად გაახურეთ და დაფხვენით, შეურიეთ ალოეს წვენი სქელი ფაფისებური მასის მიღებამდე და წაისვით პრობლემურ ადგილებზე.

როცა
კარგად გაშრება, თბილი წყლით ჩამოიბანეთ. სასურველი შედეგის მისაღებად ეს პროცედურა რამდენჯერმე უნდა გაიმეოროთ. ახალი თმა გვიან ამოვა, თანაც უფრო სუსტი და ღია.

ერთმანეთში კარგად აურიეთ 35 გრამი სპირტი, 5 გრამი ნიშადურის სპირტი, 2 გრამი იოდი, 5 გრამი აბუსალათინის ზეთი. მიღებული მასა წაისვით პრობლემურ ადგილებზე დილით და საღამოს. თმა სწრაფად დაცვივდება.

სოფიო ბულაური
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 2 /
მეკო
აბუსალათინის ზეთს წამწამების გასახშირებლად ისმევენ და ფეხზე გააცვეენს?
11:31 / 17-07-2016
გამოხმაურება / 0 /
რაო
აბუსალათინის ზეთს თმა პირიქით ამოყავს...იცოდით??????????
14:32 / 28-05-2016
გამოხმაურება / 0 /
TOPS