27 მაისი, 2016
ჰიალურონის მჟავა გაგიადვილებთ ნაოჭებთან ბრძოლას
კოსმეტოლოგები ერთხმად აღიარებენ, რომ ჰიალურონის მჟავა კარგად ატენიანებს კანს. ის აღიარებულია, ასევე ნაოჭების სააწინააღმდეგო საუკეთესო საშუალებად.

ჰიალურონის მჟავას ფხვნილი დღეს ყველასთვის ხელმისაწვდომია და მისი გამოყენება დამოუკიდებლად, შინაურ პირობებშიც შეიძლება.

ჰიალურონის მჟავა ნატურალური წარმოშობისაა, მას შეიცავს ხრტილოვანი და ძვლოვანი ქსოვილი, ჭიპლარი და ნერწყვი.

ჰიალუროვის მჟავას შეიცავს, აგრეთვე, ცხოველების ხრტილოვანი და სხვა ქსოვილები. ამ ნივთიერებას იღებენ ან ცხოველების ქსოვილებიდან, ან მიკროორგანიზმების სინთეზის გზით.

რით არის სასარგებლო ჰიალურონის მჟავა:

არეგულირებს წყლის ბალანსს ორგანიზმში.

იცავს ორგანიზმს თავისუფალი რადიკალების ზემოქმედებისგან.

კანს უფრო ნაზსა და ელასტიკურს ხდის.

ხელს უწყობს კოლაგენის გამომუშავებას.

ააქტიურებს უჯრედების რეგენერაციის პროცესს.

როგორ გავაზავოთ ჰიალურონის მჟავას ფხვნილი:

შინაურ პირობებში კრემის მოსამზადებლად იყენებენ ჰიალურონის მჟავას ფხვნილისა და 1%,1,5% და 2%-იანი დისტილირებული წყლის ნაზავს. 2%-ზე მეტი სიძლიერის ჰიალურონის მჟავა ჯანმრთელობის სახიფათოა.

თუ ნაზავი წებოვანი გამოვიდა, ცოტაოდენი დისტილირებული წყლი დაუმატეთ.

როგორ მოვამზადოთ კრემი

მომცრო ჭურჭელში, სასურველია ეს თავსახურიანი ქილა იყოს, ჩაასხით საჭირო რაოდენობის წყალი, ნელ-ნელა დაუმატთ ჰიალუროვის მჟავას ფხვნილი და მოურიეთ, მიღებული მასა პლასტმასის კოვზით კარგად გაქენით. უნდა მიიღოთ გელისებური ერთგვარივანი მასა. ამას დაახლოებით 10-15 წუთი დასჭირდება, მაგრამ მთლიანად ერთგვაროვანი მასა 24 საათის შემდეგ გახდება. ამისათვის ჭურჭელს თავზე დაახურეთ და მაცივარში შედგით.

24 საათის შემდეგ გამოიღეთ და კიდევ ერთხელ კარგად აურიეთ.

თუ მომზადებული გელი სხვადასხვა კრემს უნდა შეურიოთ, ცოტაოდენი (გელის მთლიანი მოცულობის 1%) კონსერვანტი დაუმატეთ.

ჰიალურონის მჟავას ფხვნილისა და დისტილირებული წყლის პროპორციები ასეთია:
1%-იანი კონცენტრაციის გელის მისაღებად 1 გრამ ფხვნილს დაუმატეთ 100 მილილიტრი წყალი.

1,5%-იანი კონცენტრაციის გელი - 1გრამ ფხვნილს დაუმატეთ 67 მილილიტრი წყალი.
2%-იანი კონცენტრაციის გელი - 1 გრამ ფხვნილს დაუმატეთ 50 მილილიტრი წყალი.
როგორ უნდა მივხვდეთ, რომ გელი აღარ ვარგა - მასა წყალდება ან სუნი უჩნდება.

დისტილირებულ წყალში გახსნილი ჰიალურონის მჟავა კარგად ეხამება სხვადასხვა კოსმეტიკურ კრემს.

სოფიო ბულაური
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 7 /
მაკა
სად შეიძლება შევიძინო ჰიალურონის მჟავას ფხვნილი?
11:09 / 25-07-2019
გამოხმაურება / 0 /
ნარგიზი
სად შეიძლება ჰილაურონის ფხვნილის შეძენა?
18:35 / 31-01-2018
გამოხმაურება / 0 /
ნარგიზი
სად შეიძლება ჰილაურონის ფხვნილის შეძენა?
18:33 / 31-01-2018
გამოხმაურება / 1 /
Nato kikliashvili
Minda shevidzibo .
00:23 / 22-03-2019
ir
orsulistvis tu sheidzleba gelis wasma?
23:44 / 14-11-2017
გამოხმაურება / 0 /
ირმა
sad sheiZleba ჰილაურონის pxvniilis an mzavas shedzena? sqartveloshi me versad vnaxe
21:34 / 21-12-2016
გამოხმაურება / 0 /
დალი
სად შეიძლება შეძენა?
10:23 / 28-05-2016
გამოხმაურება / 0 /
დალი
სად შეიძლება ჰილაურონის ფხვნილის შეძენა?
10:22 / 28-05-2016
გამოხმაურება / 0 /
TOPS