თვალის ნერვს თითქმის არ მიეწოდება საკვები ნივთიერებები, რის შედეგადაც თვალის უჯრედები თითქმის წყვეტენ რეგენერაცის.
მხედველობაზე მნიშვნელოვნად მოქმედებს ღვიძლის დაავადებებიც. აღმოსავლურ მედიცინაში არსებობს თეორია, რომ თვალის ჯანმრთელობა პირდაპირაა დაკავშირებული ღვიძლის ჯანმრთელობასთან.
მხედველობა მოულოდნელად ქვეითდება. თითქოს ყველაფერი ნორმალურადაა, მაგრამ ერთ დღეს აღმოაჩენთ, რომ თვალები ძალიან დაგეღალათ და ყველაფერს გადღაბნილად
1 ჩაის კოვზ კამის თესლს დაასხით ერთი ჭიქა მდუღარე წყალი, გააჩერეთ, ვიდრე გაგრილდება და გადაწურეთ. დალიეთ დღის განმავლობაში.
მიირთვით ნედლი მოცვი და ჟოლო - ძალიან სასარგებლოა მხედველობისა და საერთოდ ჯანმრთელობისთვის.
რამდენიმე დღის განმავლობაში მიირთვით ლიმონურა - მასში შემავალი ნივთიერებები ხელს უწყობს მახვილი მხედველობის შენარჩუნებას.
ერთ ჭიქა ახალგამოწურულ სტაფილოს წვენს დაუმატეთ ½ ჩაის კოვზი ზეითუნის ზეთი და კარგად აურიეთ. დალიეთ ერთი ჭიქა დღეში 15-20 დღის განმავლობაში.
მხედველობისთვის ასევე კარგია ასკილის ნახარში: 4 ჩაის კოვზ დაქუცმაცებულ ასკილის ნაყოფს დაასხით 0,5 ლიტრი წყალი და ადუღეთ ხუთი წუთის განმავლობაში. ერთ ჭიქა თბილ ნახარშს დაუმატეთ 1 ჩაის კოვზი თაფლი.
სოფიო ბულაური