23 მაისი, 2016
მშრალი საფუარი - "ტროის ცხენი" ჩვენს ორგანიზმში. რატომ გვაწუხებს კუჭის სიმძიმე ჭამის შემდეგ
საფუარს ჯანსაღი კვების მომხრეები "ტროის ცხენს" უწოდებენ. ორგანიზმში მოხვედრისას საფუარი ჯანმრთელობისთვის მავნე სხვადასხვა პროცესის მიზეზი ხდება. თუმცა ლაპარაკია არა ნატურალურ საფუარზე, რომელითაც ბურახსა და ჩამოსასხმელ ლუდს ამზადებენ, არამედ მშრალ საფუარზე.

მშრალი საფუარი ადვილი ხელმისაწვდომი და მოსახმარია. დიასახლისები ყველაზე ხშირად სწორედ მას იყენებენ. არადა, საფუვრის სოკო ახალგამომცხვარ ცომეულთან ერთად ორგანიზმში მოხვედრისას შთანთქავს კუჭ-ნაწლავის სასარგებლო მიკროფლორას. სწორედ ამიტომაც აქვს ბევრს ჭამის შემდეგ კუჭში სიმძიმის შეგრძნება. ცომეულს ისედაც მძიმედ ამუშვებს კუჭი, საფუართან ერთად კი სერიოზულად ვნებს საჭმლის მომნელებელ
სისტემას.

დუღილის პროცესს, რომელსაც საფუარი ორგანიზმში მოხვედრისას იწვევს, ბევრი უსიამოვნება ახლავს, მათ შორის მუდმივი გონებრივი და ფიზიკური დაღლილობის შეგრძნება, იმუნიტეტის დაქვეითება, ძილის დარღვევა, ინფექციებთან ბრძოლის უუნარობა,
გერმანელი მეცნიერების აზრით, დუღილის პროცესი, ასევე, ხელს უწყობს ორგანიზმში კიბოს უჯრედების წარმოქმნასა და გადნვითარებას.

დუღილის პროცესის დროს დიაფრაგმა ვერ ასრულებს სათანადო რხევით მოძრაობებს და იძულებულია დაიკავოს პოზიცია, რომელიც ფილტვების ქვედა ნაწილებს ავიწროებს. ასევე ვიწროვდება საჭმლის მომნელებელი ყველა ორგანო, ნაღვლის ბუშტი კი ხშირად საერთოდ ტოვებს თავის ადგილს და ფორმას იცვლის.

საფუვრით გამოწვეული დუღილის პროცესი, ასევე, ხშირად ხდება ქვედა კიდურების მოდუნრბის, თავსა და მცირე მენჯის არეში სამუშაო პროცესების შეფერხების მიზეზი, რასაც, ცხადია, დიდი ზიანი მოაქვს ჯანმრთელობისთვის.

მშრალი საფუარი ზრდის ვენების ვარიკოზული გაგანიერების, თრომბის წარმოქმნისა და ტროფიკული წყლულის განვითარების რისკს. ამასთან, როგორც აღვნიშნეთ, იმუნიტეტის დაქვეითების მიზეზიც ხდება.

ამ პირქუში სურათის მიუხედავად, გამოსავალი მარტივია, საკმარისია მხოლოდ შეამციროთ მშრალ საფუარზე დამზადებული პროდუქტის მიღება და თავს გაცილებით უკეთ იგრძნობთ!

სოფიო ბულაური
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS