1. ამაღლებს იმუნიტეტს
ანანასის წვენი დიდი რაოდენობით ვიტამინებს, ორგანულ მჟავებს და სხვა სასარგებლო ნივთიერებებს შეიცავს, რაც ადამიანის ჯანმრთელობისთვის შეუცვლელ პროდუქტად აქცევს. ამასთანს ორგანიზმს, დაავადებებთან ბრძოლის უნარიანს ხდის.
2. ამაგრებს ძვლებს
ანანასი შეიცავს დიდი რაოდენობით კალცსა და მანგანუმს, ამიტომ ამაგრებს ძვლებს. დღეში 1 ჭიქა ანანასი, თქვენს ორგანიზმში მანგანუმის შემცველობას 73%-მდე გაზრდის.
3. ამაგრებს კბილებსა
ანანასში შემცველი დიდი რაოდენობით ჩ ვიტამინი, კბილებსა და ღრძილებს ამაგრებს. ხელს უშლის ქვების წარმოქმნას და პაროდონტოზის დაავადების რისკს ამცირებს.
4. დაგეხმარებათ სახსრების ტკივილის დროს
თუ სახსრების ტკივილი გაწუხებთ, ანანასი აუცილებლად უნდა ჩართოთ თქვენს რაციონში, რადგან შეიცავს ბრომელაინის ფერმენტს, რაც სწორედ ამ პრობლემასთან გამკლავებაში ეხმარება. ამცირებს ანთებით პროცესებსა და შეშუპებას.
5. სასარგებლოა გულისთვის
გულის ინფაქტის, ინსულტისა და სხვა გულ-სისხლძარღვთა დაავადებების რისკის შესამცირებლად, ხანდახან მაინც დალიეთ ანანასის წვენი.
6. ადაბლებს სისხლის წნევას
ანანასი კალიუმს შეიცავს, რაც ჰიპერტონიასთან ბრძოლის საუკეთესო ნივთიერებაა.
7. აუმჯობესებს მხედველობას
ყველასთვის ცნობილია, რომ დიდი რაოდენიბით ბეტა-კაროტინისა და A ვიტამინის შემცველობა, დადებითად აისახება თვალზე. ასაკში მხედველობის დაკარგვის რისკსაც კი ამცირებს.
8. აუმჯობესებს მონელებას
კუჭს წვენის ფერმენტული აქტივობის ხარჯზე, ანანასი ასტიმულირებს მომნელებელ სისტემას. სადღესასწაულო სუფრებზე, დიდი რაოდენობით კერძებთან, რეკომენდებულია სწორედ ანანასის წვენი.
მიუხედავად, ანანასის უამრავი დადებითი თვისებისა, სიფრთხილე გამოიჩინეთ და ნორმის ფარგლებში მიიღეთ, რათა ჯანმრთელობა არ დაიზიანოთ.
ანაბელ ლაჩოვსკი