პირველი დახმარებაა ცივი წყლის ჭავლი. დამწვარი მონაკვეთი რაც შეიძლება დიდიხანს გააჩერეთ ცივი წყლის ქვეშ.
საწრაფოდ გამოიღეთ კვერცხი მაცივრიდან და ცილა ათქვიფეთ. ათქვეფილი ცივი კვერცხის ცილა აპკივით გადაეკვრება დამწვარ მონაკვეთს და დაიცავს მას დაბინძურებისა და ინფექციებისგან. ასევე, საგრძნობლად შეგიმსუბუქებთ ტკივილს.
მზის დამწვრობას კარგად შველის საკვები სოდა. ცოტაოდენი საკვები სოდა გახსენით
მზით დამწვრობისთვის კარგია მაგარი ჩაის ნაყენიც. გაიკეთეთ მაგარი ჩაის ნაყენის კომპრესი დღეში რვაჯერ მაინც.
ამ მიზნით შეგიძლიათ გამოიყენოთ კარტოფილის სახამებლის მალამოც. მისი მომზადება შემდეგნაირად შეიძლება: სახამებელი გახსენით თბილ წყალში, წაისვით წყლულებზე დღეში ორჯერ.
მდუღარე წყლით დამწვრობისას შეგიძლიათ გამოიყენოთ სელის ზეთი. მიხარშეთ ერთი თავი ხახვი, წვრილად დაჭერით და შეურიეთ სელის ზეთი. მიღებული მასა მოათავსეთ მარლაში და დაიდეთ დამწვარ მონაკვეთზე. სახვევი გამოიცვალეთ 10 საათის შემდეგ.
კარგი სამკურნალო თვისებები აქვს სტაფილოს წვენს. სტაფილო წვრილად გახეხეთ და დაიდეთ დამწვარ ადგილზე. გამოიცვალეთ სახვევი ყოველ 2-3 საათში.
სამკურნალოდ ასევე გამოგადგებათ უმი კარტოფილი. კარტოფილი გახეხეთ ან გაჭერით და დაიდეთ დამწვარზე. რამდენიმე წუთში სახვევი გამოიცვალეთ და ასე გაიმეორეთ, ვიდრე ტკივილი ცოტათი მაინც არ ჩაცხრება.
გაითვალისწინეთ: არავითარ შემთხვევაში არ გახვრიტოთ დამწვრობისას წარმოქმნილი წყლულები. წყლულებს შიგნით წარმოქმნილი სითხე დამცავ ფუნქციას ასრულებს, მისი გახვრეტისას შეიძლება ჭრილობაში ინფექცია შეიჭრას და ჩირქიანი ანთება განვითარდეს.
სოფიო ბულაური