20 მაისი, 2016
დალიეთ ქერის წყალი - როგორ ვუმკურნალოთ ცისტიტს
თუ მოთმინებასა და გულმოდგინებას გამოიჩენთ, ხალხური საშუალებებით ცისტიტის განკურნება სრულიად შესაძლებელია.

ცისტიტი შეიძლება სხვადასხვა მიზეზით იყოს გამოწვეული, მაგრამ მათ შორის ძირითადად მაინც გაციებასა და ინფექციას ასახელებენ. ეს უკანასკნელი ძალიან სერიოზული მიზეზია და არ ღირს მისი უგულებელყოფა, რადგან წაყრუებამ შეიძლება აუტანელ ტკივილებამდე მიგიყვანოთ. ცისტიტი იმდენად გამძლეა, რომ მას შეიძლება ძლიერმა პრეპარატებმაც კი ვერაფერი დააკლოს.

თუ თქვენ ეს პრობლემა გაწუხებთ, შეეცადეთ ორგანიზმს ხალხური საშუალებებითაც დაეხმაროთ.

ქერის წყალი ცისტიტის სამკურნალოდ

უპირველეს ყოვლისა, რაციონიდან უნდა გამორიცხოთ ჩაი და ყავა,
მათ ნაცვლად დალიეთ სპეციალური ქერის წყალი, რომელიც სასიკეთოდ მოქმედებს არა მარტო ცისტიტზე, არამედ მთლიანად თქვენს ჯანმრთელობაზე. მისი მომზადება დიდ დროს არ მოითხოვს:
100 გრამ ქერის ბურღულს დაასხით იმდენი წყალი, რომ ოდნავ დაფაროს. მიიყვანეთ ადუღებამდე და გადაწურეთ, შემდეგ დაასხით ახალი წყალი, ოღონდ ამჯერად 750 მილილიტრი. ადუღეთ ნელ ცეცხლზე 5 წუთის განმავლობაში, შემდეგ შეგიძლიათ ლიმონის კანი დაუმატოთ. როცა გაგრილდება, ჩაასხით ქილაში და მაცივარში შეინახეთ.

ნიორი პროფილაქტიკისთვის

ნიორი ცისტიტის პროფილაქტიკისთვის საუკეთესო საშუალებაა. ის არა მარტო ამაღლებს საერთო ტონუსსა და იმუნიტეტს, არამედ ორგანიზმსა და ქსოვილებს სხვადასხვა ინფექციისგან ასუფთავებს.

ბევრი სითხე

შეეცადეთ დალიოთ რაც შეიძლება მეტი ჯანსაღი სითხე: სამკურნალო ბალახების ნაყენი, გვირილის ჩაი. ასეთი სასმელები მნიშვნელოვნად შეამცირებენ ანთებით პროცესსა და ტკივილს.

არომათერაპია და აბაზანები

მსუბუქი და საშუალო სიმზიმის ტკივილებისას შეგიძლიათ სარდის ბუშტის არეზე დაიფინოთ გვირილის ან ლავანდის ზეთის ტბილი კომპრესები. ასევე, შეგიძლიათ თბილ აბაზანაში ჩაამატოთ გვირილის, ბერგამოტის, სანდალოზისა და ლიმონის ხეების ეთერზეთები.

ცისტიტის მკურნალობა ხანგრძლივი პროცესია, ამიტომ აუცილებლად მიმართეთ ექიმს.

სოფიო ბულაური 

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS