19 მაისი, 2016
როცა ბავშვს ამოხველება უჭირს - დაეხმარეთ ქიმიური წამლების გარეშე
ბავშვები უფროსებზე ხშირად ცივდებიან და ახველებენ. ბავშვებს ხშირად უჭირთ ნახველის ამოღება და მდგომარეობა რომ არ გართულდეს, მათ დახმერება სჭირდებათ. მართალია, ბევრი ამოსახველებელი პრეპარატი არსებობს, მაგრამ თუ არ გიდათ ბავშვის ორგანიზმი ქიმიური წამლებით გადატვირთოთ, რამდენიმე ხალხურ რეცეპტს შემოგთავაზებთ.

სამკურნალო ბალახები ბავშვის ჯანმრთელობას არაფერს ავნებს.

ბავშვებისთვის რეკომენდებულია ასკილის ნახარში; ბეგქონდარას, ვირისტერფას, წყლის იელის ან დაქუცმაცებული ძირტკბილას ფესვის ნაყენი.

წლის იელის ნაყენი უნდა დაალევინოთ ჭამის წინ, შეგიძლიათ თაფლიც დაუმატოთ.

თითქმის ყველა პედიატრი მშობლებს ურჩევს, ბავშვს ამოსახველებელი პრეპარატის სახით
დაალევინონ ძირტკბილას სიროფი, ასევე, გაუკეთონ პიტნის, ვირისტერფასა და თავშავას ნაკრების ნაყენის ინჰალაცია.

ბავშვებისთვის ძალზე ეფექტურია შვრიის ნახარში, რომელიც შემდეგნაირად მზადდება: 1 ჭიქა შვრიას დაასხით 2 ჭიქა რძე, დადგით ნელ ცეცხლზე, ადურეთ, ვიდრე შვრია კარგად არ მოიხარშება, შემდეგ გადაწურეთ, ოდნავ რომ გაგრილდება, შეურიეთ თაფლი და დაალევინეთ ბავშვს მცირე ყლუპებით.

ერთმანეთში აურიეთ თითო სადილის კოვზი ვირისტერფასა და მრავალძარღვას ფოთლები და დაქუცმაცებული ძირტკბილას ფესვი, დაასხით 0,5 ლიტრი მდუღარე წყალი. გააჩერეთ ცოტა ხანს და დალიეთ ყოველ 3 საათში.

სოფიო ბულაური
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS