სარძევე ჯირკვლების კიბო ყველაზე გავრცელებული დაავადებაა ჩვენს დროში. თუმცა, ამ დაავადების შესახებ უძველესი დროიდან არის ცნობილი: კიბოს ნიშნები და მკერდის სხვადასხვა სახის სიმსივნე ეგვიპტის მუმიებშიც კი არის აღმოჩენილი!
მაგრამ ყველაფერი ისე საშიში არ არის, როგორც ერთი შეხედვით ჩანს: დღეს მედიცინა საკმაოდ განვითარებულია იმისათვის, რომ დროულად აღმოჩენილ დაავადებას უშველოს. მაგრამ მთავარი ის არის, რომ ნაპოვნია მკერდის კიბოს გამომწვევი მთავარი მიზეზები.
თუკი ქალი ყოველდღიურად იღებს დიდი რაოდენობით ცხიმიანი რძის პროდუქტებს, ის
რისკქვეშ იმყოფება. გერმანელმა დიეტოლოგებმა ჩაატარეს კვლევა, რის შედეგადაც აღმოჩნდა: ცხიმის დიდი რაოდენობით მოხმარება, განსაკუთრებით კი, იმ ცხიმის, რომელსაც რძე, ყველი და ხაჭო შეიცავს – ავთვისებიანი უჯრედების წარმოქმნას უწყობს ხელს.
იხილეთ სრულად