სუსტი იმუნიტეტის შედეგია მოთენთილობა, მუდმივი დაღლილობის შეგრძნება, საერთო სისუსტე. დაქვეითებული იმუნიტეტის დროს უფრო ხშირია გაციება, ალერგიული რეაქციები, მწვავდება ქრონიკული დაავადებები.
იმუნიტეტის გასაძლიერებლად შემოგთავაზებთ რამდენიმე ხალხურ რეცეპტს:
კაკლის ფოთლები და ნიგოზი
• 2 სადილის კოვზი დაქუცნაცებული კაკლის ფოთოლი მოათავსეთ თერმოსში, დაასხით 0,5 ლიტრი მდუღარე წყალი და გააჩერეთ მთელი ღამით. დალიეთ 50 მილიტრი ყოველდღე.
• ერთი თვის განმავლობაში ყოველდღე მიირთვით 5-6 ცალი
წიწვის ნახარში
2 სუფრის კოვზი ნაძვის წიწვი კარგად გარეცხეთ და დაასხით 200 მილილიტრი ცხელი წყალი, დაახურეთ თავზე და ადუღეთ 20 წუთის განმავლობაში. გადმოდგით და გააჩერეთ 30 წუთით, შემდეგ გადაწურეთ და დალიეთ 50 მილილიტრი დღეში 3-4-ჯერ.
ხახვის ელექსირი ჯანმრთელობისთვის
ქვაბში მოათავსეთ 250 გრამი წვრილად დაჭრილი ხახვი, დაუმატეთ 200 გრამი შაქარი და 0,5 ლიტრი წყალი, ხარშეთ ნელ ცეცხლზე 1,5-2 საათის განმავლობაში.
შემდეგ გააგრილეთ და დაუმატეთ 2 სადილის კოვზი თაფლი, კარგად აურიეთ გადაწურეთ და ჩაასხით შუშის ქილაში და თავზე დაახურეთ. დალიეთ 1 სადილის კოვზი 4-ჯერ დღეში.
სოფიო ბულაური