17 მაისი, 2016
ბარამბო - გაუმკლავდით ტაქიკარდიას მარტივად
მარტივად და მოკლედ რომ განვმარტოთ, ტაქიკარდია ზედმეტად აჩქარებული გულისცემაა.

მას ბევრი მიზეზი შეიძლება ჰქონდეს, მათ შორის სისხლის ცუდი მიმოქცევა, მაღალი სისხლის წნევა, მომატებული ქოლესტერინი, ანემია, კალიუმის ნაკლებობა.

გახშირებული გულისცემის დროს დაგეხმარებათ:

ბარამბო

100 გრამი ბარამბო დააქუცმაცეთ, დაასხით 200 გრამი სპირტი, დაახურეთ თავზე და გააჩერეთ 10 დღით. შემდეგ გადაწურეთ (ბალახიც გაწურეთ). 1 ჩაის კოვზი ნაყენი გააზავეთ 50 გრამ წყალში და დალიეთ 4-ჯერ დღეში.

ბარამბოს გან შეგიძლიათ ჩვეულებრივი ნაყენიც მოამზადოთ (შეგიძლიათ გამოიყენოთ ნედლიც და ხმელიც): 1 სადილის
კოვზ დაქუცმაცებულ ბარამბოს დაასხით 200 მილილიტრი მდუღარე წყალი და გაჩერეთ ერთი საათით. მიღებული ნაყენი აუცილებლად გადაწურეთ და დალიეთ 100 მილილიტრი ორჯერ დრეში.

ბარამბოს ნაყენის მიღება ხანგრძლივად შეგიძლიათ, ასევე, შეგიძლიათ მიიღოთ ორსულობის პერიოდშიც.

ქინძი

1 სადილის კოვზ დაფხვნილ ქინძს დაასხით ერთი ჭიქა მდუღარე წყალი და გააჩერეთ რამდენიმე საათით. შემდეგ ნაყენი გადაწურეთ და დალიეთ დღის განმავლობაში.
მკურნალობის კურსი 30 დღეა. შემდეგ 10 დღით შეისვენეთ და საჭიროების შემთხვევაში გაიმეორეთ. შესვენების პერიოდში შეგიძლიათ ტაქიკარდიის საწინააღმდეგო სხვა საშუალებები მიიღოთ.

სოფიო ბულაური
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS