17 მაისი, 2016
კუჭის წვა - სამკურნალო ბალახები მოგიწესრიგებთ მჟავიანობას
კუჭის წვა გავრცელებული პრობლემაა, ის შეიძლება იყოს როგორც დროებითი, ისე მუდმივი, თუმცა ორივე შემთხვევაში აუცილებლად უნდა მიმართოთ ექიმს.

პრობლემის შემსუბუქება სამკურნალო ბალახებითაც შეიძლება:

აბზინდა

1/3 ჩაის კოვზ აბზინდას დაასხით ერთი ჭიქა მდუღარე წყალი, გააჩერეთ 2 დღით და დალიეთ თბილი, პატარა ყლუპებით მთელი დღის განმავლობაში.

კოთხუჯის ფესვი

კოთხუჯის ხმელი ფესვი დაფხვენით, აიღეთ ჩაის კოვზის წვერით, დაასხით თბილი წყალი და მიიღეთ. შინაურ პირობებში ეს საუკეთესო საშუალებაა მდგომარეობის გასაუმჯობესებლად. სამი მიღების შემდეგ აშკარად იგრძნობთ შედეგს.

კაკალი

მიირთვით ერთი
სადილის კოვზი დანაყილი ნიგოზი ერთხელ დღეში, ამ მეთოდს კუჭის წვის პროფილაქტიკისთვისაც მიმართავენ.

კარტოფილი

გაფცქვნილი კარტოფილი გახეხეთ, გამოწურეთ წვენი და დალიეთ 2 სადილის კოვზი ჭამამდე 20 წუთით ადრე.

კარტოფილის წვენი უნდა დალიოთ მხოლოდ ახალგამოწურული, წინასწარ ნუ მოამზადებთ.

ვაშლის ძმარი

ყველაზე მარტივი და გამოცდილი მეთოდია - 1 ჩაის კოვზი ვაშლის ძმარი გააზავეთ 100 მილიგრამ წყალში და დალიეთ ყლუპებით გამწვავებული კუჭის წვის დროს.

პიტნა

დალიეთ თითო ჭიქა პიტნის ჩაი 3-ჯერ დღეში.
ერთჯერად პაკეტებში მოთავსებულს ნუ შეარჩევთ, იყიდეთ რამდენიმე კონა, გაახმეთ და შეინახეთ.

ანგელოზა

ანგელოზას ხმელი ფესვები, თესლი ან ფოთლები დაფხვენით. ერთ კოვზ დაფხვნილ ანგელოზას დაასხით 1 ჭიქა მდუღარე წყალი. დაახურეთ თავზე და გააჩერეთ 15-20 წუთით, დალიეთ სამჯერ დღეში (გაანაწილეთ სამ მიღებაზე).

სოფიო ბულაური 

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS