ფიჭვის კვირტებს აქვს ნახველის ამოსახველებელი, მიკრობებისა და ანთების საწინააღმდეგო თვისებები. ის მდიდარია სასარგებლო ნივთიერებებით, მისგან ამზადებენ ნახარშს, ნაყენსა და თაფლს.
ნახარში ადვილი მოსამზადებელია. მთავარია, დაიცვათ პროპორციები: 10 გრამი ფიჭვის კვირტებისთვის საჭიროა 200 გრამი წყალი.
ფიჭვის კვირტებით მკურნალობა განსაკუთრებით სასარგებლოა ზედა სასუნთქი გზების დაავადებების დროს.
ანგინის შემთხვევაში იკეთებენ ფიჭვის კვირტების ინჰალაციას
კარგი შედეგი აქვს მწვავე რესპირატორული დაავადებებისა და ქრონიკული ტონზილიტის, ასევე, ბრონქიტისა და ხველების დროს.
ფიჭვის კვირტების ნაყენს მიმართავენ შარდკენჭოვანი დაავადებების შემთხვევაშიც, ოღონდ გამონაკლისს წარმოადგენს თირკმლების პარენქიმის ანთება.
ფიჭვის კვირტებს იყენებენ ფილტვების დაავადებების დროსაც.
გაითვალისწინეთ, რომ ფიჭვის კვირტებისა და სხვა წიწვოვანი მცენარეების საფუძველზე შექმნილი პრეპარატების შინაგანად მიღება დაუშვებელია ნეფრიტისა და კუჭ-ნაწლავის დაავადებების დროს.
თუ სამკურნალოდ ფიჭვის კვირტების გამოყენებას გადაწყვეტთ, წინასწარ აუცილებლად მიმართეთ ექიმს კონსულტაციისთვის. თქვენი მდგომარეობის გათვალისწინებით, დოზებსა და გამოყენების მეთოდს ექიმი შეგირჩევთ.
სოფიო ბულაური