გთავაზობთ რამდენიმე რჩევას, რომლებიც ფრჩხილების მოვლაში დაგეხმარებათ.
ფრჩხილების მოვლის უპირველესი წესი გახლავთ, რომ არასოდეს მოიკვნიტოთ ისინი. ეს მავნე ჩვევა ყველაზე მეტად აზიანებს მათ. ფრჩხილები შრევდება და ილევა.
ფრჩხილები ყოველთვის სიგრძივ უნდა გაიქლიბოთ და არა ზემოთ-ქვემოთ.
ყოველდღე შეიწიეთ ნუნები, რომ არ გაგიუხეშდეთ და გაგეზარდოთ, განსაკუთრებით მაშინ, როცა ბანაობის შემდეგ
აბაზანა ფრჩხილებისთვის:
ჯამში ჩაასხით ცოტაოდენი ზეითუნის ან აბუსალათინის ზეითი. შეათბეთ ორთქლის აბაზანაზე და ჩაყავით თითები 10-15 წუთით.
ასეთი პოცედურა კარგად ატენიანებს ფრჩიხელებს და თავიდან აგაცილებთ მათ მტვრევას. გარდა ამისა, ამარაგებს მათ ვიტამინებით, აჩქარებს ზრდის პროცესს. შეგიძლიათ ზეთს რამდენიმე წვეთი ლიმონის წვენიც დაუმატოთ.
ამგვარი აბაზანის შემდეგ ხელებზე მკვებავი კრემი წაისვით. პროცედურა კვირაში რამდენჯერმე გაიკეთეთ.
სოფიო ბულაური