15 მაისი, 2016
დაიკელით ერთ ღამეში. მუცლის შებერილობა - სერიოზული სიმპტომი, რომელიც უყურადღებოდ არ უნდა დატოვოთ
მუცლის შებერილობას ბევრი არ მიიჩნევს სერიოზულ პრობლებად, არადა, ზოგჯერ საქმე ისე მარტივად არ არის, როგორც ეს ერთი შეხედვით შეიძლება ჩანდეს.

თქვენ შეიძლება არც კი ეჭვობდეთ, რომ მუცლის შებერილობის მიზეზი შეიძლება იყოს Hელიცობაცტერ პყლორი - განსაკუთრებული ბაქტერია, რომელიც ორგანიზმში მოხვედრისას არანაირ სიმპტომს არ ავლენს და კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის სხვადასხვა მონაკვეთს აინფიცირებს.
ის ორგანიზმში დაუბანელი ხელებისა და გაურეცხავი საკვების მეშვეობით ხვდება. არასათანადო ყურადღებამ და დაგვიანებულმა მკურნალობამ კი შეიძლება წყლული და კუჭის კიბოც კი გამოიწვიოს.

და მაინც,
როგორ ამოვიცნოთ ბაქტერია პილორი: მუცლის შებერილობა, კუჭის წვა, დიარეა, მეტეორიზმი და დისკომფორტი მუცლის არეში. ხშირად ამ სიმპტომებს შეცდომით ორგანიზმის ნორმალურ ფუნქციონირებად აღიქვამენ.

ცხადია, ჯანმრთელობასთან დაკავშირებული ნებისმიერი დისკომფორტის შემთხვევაში აუცილებლად უნდა მიმართოთ ექიმს, ჩვენ კი მარტივ რეცეპტს შემოგთავაზებთ, რომელიც მუცლის შებერილობისას მდგომარეობას საგრძნობლად შეგიმსუბუქებთ და ერთ ღამეში წონაშიც კი დაიკლებთ:

ინგრედიენტები:

1 ლიმონი.

1 კიტრი.

1 სადილის კოვზი ალოეს წვენი.

1 კონა ქინძი ან ოხრახუში.

0,5 ჭიქა წყალი.

სასმლის მომზადება ძალიან მარტივია: ყველა ინგრედიენტი ბლენდერის ან სამზარეულოს კომბაინის მეშვეობით დააქუცმაცეთ და დალიეთ.
ეს სასმელი ძალიან სასარგებლოა საჭმლის მომნელებელი სისტემისთვის. მხნეობას კი პირველივე ჭიქის შემდეგ იგრძნობთ. ის ცხიმებს ძილის დროსაც წვავს.

სოფიო ბულაური
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 6 /
ქეთი
ლიმონი კანიანად დავაბლენდეროთ? როცა ასე საჭირო რჩევებს გვაძლებთ რა იქნება სრულყოფილად დაწეროთ ყველაფერი.
14:43 / 12-06-2016
გამოხმაურება / 0 /
ლიკა
ეს ერთი დღის დოზაა ალბათ, და რამდენი დღე შეგვიძლია მივიღოთ და რა ინტენსივობით?
21:23 / 05-06-2016
გამოხმაურება / 0 /
ნონა
ეს მომზადება გასაგებია მაგრამ გაუგებარია როდის და რადოზიტ უნდა მივიხოტ გტხოვტ მიუტიტეტ მიხების წესი დიდი მადლობა
00:10 / 29-05-2016
გამოხმაურება / 0 /
ნატალია
ბაქტერიას თუ კლავს საინტერესოა.
11:04 / 28-05-2016
გამოხმაურება / 0 /
ნატალია
ბაქტერიას თუ კლავს საინტერესოა.
11:01 / 28-05-2016
გამოხმაურება / 0 /
TOPS