13 მაისი, 2016
რატომ უნდა დალიოთ კოჭას ჩაი ყოველდღე
კოჭა განსაკუთრებული არომატითა და გემოთი გამოირჩევა. გასაოცარი უნარი აქვს იმუნიტეტის გაძლიერების, საჭმლის მონელების გაუმჯობესებისა და ანთებითი პროცესების აღმოფხვრის.

კოჭას უნიკალური შემცველობის წყალობით, ტკივილის გაყუჩება შეუძლია. მოგისხსნით თავისა და კუნთების ტკივილს, ეფექტურია გაციების დროს.

კოჭას ჩაის რეგულაური მიღება, თქვენს იმუნურ სისტემას განამტკიცებს. შეიცავს დიდი რაოდენობით ანტიოქსიდანტებს და ებრძვის ინფექციას.

დღეში 1 ჭიქა კოჭას ჩაი, ინსულტის რისკს ამცირებს, რადგან კოჭა შლის იმ ცხიმოვან განლაგებებს, რაც არტერიას კეტავს. აუმჯობესებს სისხლისმიმოქცევასა და ჯანმრთელობის საერთო მდგომარეობას.

კოჭა, 76 % სიმსივნურ
უჯრედებს კლავს. აქტიურად ებრძვის პროსტატას კიბოს, კუჭქვეშა ჯირკვლის სიმსივნეს, სარძევე ჯირკვლის, მსხვილი ნაწლავის კიბოს და ლეიკემიას.

როგორ მოამზადოთ კოჭას ჩაი

ინგრედიენტები:

1 ჭიქა წყალი.

1/4 ჩაის კოვზი დაფქული კოჭა.

1/4 დაფქული კურკუმა.

ქოქოსის რძე, გემოვნებით.

თაფლი, გემოვნებით.

წყალი ადუღებამდე მიიყვანეთ, დაუმატეთ კოჭა და კურკუმა, შემოდგით დაბალ ცეცხლზე და ადუღეთ 10 წუთს.

დაუმატეთ რძე და ჩაი ჭიქაში გადმოასხით.

დაუმატეთ თაფლი გემოვნებით.

ანაბელ ლაჩოვსკი

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 3 /
ირაკლი
ბაზარშიც იყიდება, გარემოვაჭრეებშიც ნახავთ
17:35 / 16-05-2016
გამოხმაურება / 0 /
თამარი
კოჭა,ჯანჯაფილი, იმბირი ერთი და იგივეა დიდ სუპერმარკეტებში ყველგან იყიდება
21:19 / 15-05-2016
გამოხმაურება / 0 /
ნათელა
აგვიხსენით რა არის კოჭა???რა არის ჯანჯაფილი? სად ვიშოვოთ ისინი? ისე რა აზრი აქვს რეცეპტებს?????
07:44 / 14-05-2016
გამოხმაურება / 0 /
TOPS