13 მაისი, 2016
ტარხუნა ხელს უწყობს სასქესო ჯირკვლების ნორმალურ მუშაობას - გაეცანით მის ფართო შესაძლებლობებს
სამკურნალო საშუალებად ტარხუნას დიდი ხანია იყენებენ. ხალხურ მედიცინაში ტარხუნით მკურნალობდნენ შეშუპებასა და სურავანდს.

ტარხუნიანი კერძები აუმჯობესებს მადას, ხელს უწყობს კუჭის წვენის უკეთ გამომუშავებასა და შინაგანი სეკრეციის, მათ შორის სასქესო, ჯირკვლების ნორმალურ მუშაობას.

თანამედროვე მეცნიერებისთვის ტარხუნა საინტერესოა, როგორც კაროტინის შემცველი მცენარე.

ტარხუნა, თავისი სამკურნაო თვისებების წყალობით, ამაგრებს სისხლძარღვების კედლებს, აწესრიგებს ძილს, აქვს მსუბუქი შარდმდენი ეფექტი, ხელს უწყობს ჭიების გამოდევნას.

ტარხუნის ნაყენს იყენებენ ცისტიტის, ართრიტის, მოთენთილობის, რევმატიზმისა და კუჭ-ნაწლავის დაავადებების დროს.

როგორც გარეგანი გამოყენების საშუალებას, ტარხუნას მიმართავენ
დამწვრობის, ეგზემისა და მუნის მკურნალობისას.

ტარხუნის ნაყენს იყენებენ პირის ღრუს სავლებად ლორწოვანი გარსის ანთებითი პროცესების დროს.

გინგივიტისა და სტომატიტის სამკურნალოდ დაფხვნილ ტარხუნას ურევენ ლანოლინში ან ნაღების კარაქში და მალამოს სახით ისვამენ ღრძილებზე. ამ მალამოთი შეგიძლიათ დაიზილოთ მტკივანი ადგილები რადიკულიტის შემთხვევაში; ეგზემისა და დერმატიტის მკურნალობისას კი ამ ნაზავს ცოტაოდენ თაფლსაც უმატებენ.

თუ კბილი გტკივათ, ტარხუნის ნედლი ფოთლები დაღეჭეთ - ტკივილი დროებით გაგიყუჩდებათ.

სოფიო ბულაური
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS