ამ პრობლემის მოგვარება, უპირველეს ყოვლისა, უნდა დაიწყოთ ორგანიზმში წყლისა და ცხიმის ბალანსის მოწესრიგებით. ყურადღება მიაქციეთ ენდოკრინული და ლიმფური სისტემების გამართულ მუშაობას, მით უმეტეს, თუ ამ სისტემებტან დაკავშირებული ქრონიკული დაავადებები გაწუხებთ. აუცილებლად მიმართეთ ექიმს და შეარჩიეთ სწორი მკურნალობა. ასევე, შეეცადეთ მიიღოთ საკმარისი რაოდენობის წყალი, წვნიანი ხილი და ბოსტნეული.
შეარჩიეთ რაციონი თქვენი
მნიშვნელოვანია, რომ მენიუ შედგებოდეს ისეთი საკვებისგან, რომელიც ვიტამინებისა და მინერალების დღიურ ნორმას უზრუნველყოფს და ხელს შეუწყობს ნივთიერებათა ცვლის ბალანსის შენარჩუნებას, რაც ძალიან მნიშვნელოვანია არა მარტო გლუვი და მკვრივი კანის, არამედ საერთოდ ჯანმრთელობის შესანარჩუნებლად.
მნიშვნელოვანია, აგრეთვე, კანის გაწმენდისა და დატენიანების თანამედროვე კოსმეტიკური მეთოდები. რეგულარულად გამოიყენეთ სკრაბი, მკვებავი და დამატენიანებელი საშუალებები.
კანს კარგად კვებავს ლამინარიისა და ჭარხლის შემცველი საშუალებები, ასევე კოსმეტიკური შოკოლადი და ცისფერი თიხა. თუ კანი ღრმად არის დაზიანებული, აუცილებლად მიმართეთ დერმატოლოგსა და ექიმ კოსმეტოლოგს.
მნიშვნელოვანი დახმარების გაწევა შეუძლიათ ზეთს. ზეითუნის, სელის, სიმინდის, ნიგვზის, ხორბლის ღივის ზეთები საუკეთესოდ ატენიანებენ კანს, ხელს უწყობენ ქსოვილებში უჯრედების რეგენერაციის პროცესის გაუმჯობესებას, იოლად ჭრიან კანის სიმშრალის, დაჭიმულობისა და აქერცვლის პრობლემებს.
გარდა ამისა, შეგიძლიათ ზეთი დალიოთ კიდეც, რადგან ის შეიცავს ანტიოქსიდანტებს, A, E და D ვიტამინებს, ასევე, ომეგა-3-ს, რომელიც მნიშვნელოვან როლს თამაშობს კანის უჯრედების რეგენერაციის პროცესში.
თუ კანის პრობლემას დამოუკიდებლად ვერ ერევით, ამასთანავე დიდხანს გაგრძელდა, აუცილებლად მიმართეთ სპეციალისტს.
სოფიო ბულაური