ჩვენ მხოლოდ შეგახსენებთ რამდენიმე მათგანს:
კრაზანა ფასდაუდებელია,როგორც მატონიზებელი და შემკვრელი საშუალება. ის ადვილად დაგეხმარებათ ხველების, დიარეის, ღრძილებისა და ღვიძლის დაავადებების დროს.
სხვათა შორის, რევმატიზმის, სხვადასხვა წარმოშობის წყლულის, პოდაგრის, სტრესის, დეპრესიის, დიარეის ან ჰელმინთების (ჭიების) დროს ექიმების მიერ დანიშნული ბევრი პრეპარატი სწორედ კრაზანის ყვავილებსა და ფოთლებს შეიცავს.
სტომატოლოგები ხშირად ურჩევენ პაციენტებს კრაზანის ნაყენის სავლებს - ის აქრობს უსიამოვნო სუნს პირის ღრუში, შველის ღრძილებიდან სისხლდენისა და ანთებას.
ბავშვებისთვის დიათეზის დროს კარგია კრაზანის ნაყენის აბაზანები.
კრაზანის ფესვების ნახარშს იყენებენ ძვლის ტუბერკულოზისა და დიზენტერიის დროს.
სასიკეთო თვისებებთან ერთად კრაზანას გვერდითი მოვლენებიც აქვს და სიფრთხილე უნდა გამოიჩინოთ.
კრაზანა ავიწროებს სისხლძარღვებს, ამიტომაც მისი მიღება არ შეიძლება მათთვის, ვისაც გულ-სისხლძარღვთა დაავადებები აწუხებს. ასვე, არ შეიძლება მისი მიღება მაღალი წნევის დროს.
კრაზანის ნაყენს, მართალია, გასტრიტის სამკურნალოდ იყენებენ, მაგრამ ძალიან მუქ ნაყენს შეუძლია, პირიქით, დაავადების პროვოცირება გამოიწვიოს. ასევე, არ არის რეკომენდებული მისი ხანგრძლივად გამოყენება.
ნებისმიერ შემთხვევაში, ვიდრე კრაზანის სამკურნალოდ გამოყენებას გადაწყვეტთ, კონსულტაციისთვის აუცილებლად მიმართეთ ექიმს.
კრაზანის ნაყენი: 1 სადილის კოვზ დაქუცმაცებულ ხმელ ბალახს დაასხათ ერთი ჭიქა მდუღარე წყალი. გააჩერეთ ნახევარი საათით.
კრაზანას ნახარში: 1 სადილის კოვზ დაქუცმაცებულ ხმელ ბალახს დაასხით ერთი ჭიქა ცივი წყალი, ადუღეთ 15 წუთის განმავლობაში, შემდეგ გადაწურეთ.
კუჭისთვის
გასტრიტისა და კოლიტის დროს უნდა მოამზადოთ შემდეგი ნაკრები: თანაბარი რაოდენობით შეურიეთ ერთმანეთში კრაზანა, ჭინჭარი და ქაფურა. 1 სადილის კოვზ ბალახების ნარევს დაასხით 1 ჭიქა მდუღარე წყალი. მიიღეთ ნახევარი ჭიქა 4-ჯერ დღეში.
ღვიძლისთვის
ღვიძლისთვის გამოიყენება იგივე რეცეპტი, რაც კუჭისთვის. ოღონდ უნდა დალიოთ დილით უზმოზე ნახევარი ჭიქა. ნახევარი საათის შემდეგ შეგიძლიათ ისაუზმოთ. დღის განმავლობაში მიიღეთ 2 სადილის კოვზი ჭამის შემდეგ. ეს გააძლიერებს ნაღვლის გამომუშავებას და დააჩქარებს ქოლეცისტიტისა და შარდის ბუშტის დაავადებების მკურნალობას.
კრაზანა შეიძლება გამოიყენოთ სახის მოსავლელადაც:
გამონაყარის შემთხვევაში ერთ სადილის კოვზ ხმელ დაქუცმაცებულ კრაზანას დაასხით ერთი ჭიქა მდუღარე წყალი გააჩერეთ 20 წუთით. ამ ნაყენით დაიბანეთ სახე ყოველ დილით და საღამოს. შეგიძლიათ ნყენისგან ყინულის კუბიკები მოამზადოთ და სახე დაიზილოთ.
სოფიო ბულაური