11 მაისი, 2016
როგორ შევინარჩუნოთ სუფთა სახე - კარტოფილს სასწაულის მოხდება შეუძლია
ზაფხულის მოახლოებასთან ერთად მნიშვნელოვანია არ დაგვავიწყდეს, რომ მზის სხივების პირდაპირი ზემოქმედების შემდეგ ჩვენს კანს აუცილებლად სჭირდება დატენიანება და დაცვა. მიუხედავად ამისა, ბევრს ავიწყდება მზისგან დამცავი კრემის გამოყენება, შედეგი კი გახლავთ მუქი ლაქები სახეზე და გამომშრალი კანი. თუ ეს პრობლემა თავიდან ვერ აიცილეთ, კარტოფილი იოლად მოგიგვარებთ მას.

საერთოდ კარტოფილის ნიღბებს საოცრების მოხდენა შეუძლია. კარტოფილს ბევრი სასარგებლო თვისება აქვს:

აშორებს ლაქებს.

შველის აკნეს.

ატენიანებს და კვებავს კანს.

ამცირებს თვალებქვეშ მუქ ლაქებს.

აცხრობს ანთებას.

ანელებს დაბერებ
ის პროცესს.

თქვენ მხოლოდ ის მოგეთხოვებათ, რომ კარტოფილის წვენი სახეზე წაისვათ. თუმცა, შეგიძლიათ კარტოფილი სხვა სასარგებლო პროდუქტებთან ერთად გამოიყენოთ.

კარტოფილი და სტაფილო

შეურიეთ ერთმანეთში ნახევარი სტაფილოსა და ერთი კარტოფილის წვენი და წაისვით კანზე. გაიჩერეთ 25 წუთით, შემდეგ სახე ცივი წყლით ჩამოიბანეთ.

კარტოფილი და ლიმონის წვენი

შეურიეთ ერთი კარტოფილისა და ნახევარი ლიმონის წვენი, წაისვით კანზე გაჩენილ ლაქებზე, გაიჩერეთ 15 წუთით და თბილი წყლით.

კარტოფილი და ხახვი

ერთი საშუალო ზომის ხახვისა და ასეთივე კარტოფილის წვენი აურიეთ ერთმანეთში და მიღებული მასა წაისვით კანზე, გაიჩერეთ 10 წუთით და გრილი წყლით ჩამოიბანეთ.

სოფიო ბულაური
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 2 /
აუუუ!!!!!1
თამ-ს! ასეთი კითხვა რისთვის დასვი? ნუთუ არაფრის აზრზე არა ხარ?
09:35 / 13-05-2016
გამოხმაურება / 0 /
თამ
ა) თვალდახუჭულმა წავისვა ქართ ო ფილ თუ ემრე დავხუჭო თვალი ბ) კარტოფილი კალიუმს რომ შეიცავს, წნევიანისთვის შეიძლება თავის/სახის მიდამოში??
08:33 / 12-05-2016
გამოხმაურება / 0 /
TOPS