გრიპი
დალიეთ ხმელი კოჭას ჩაი. რძეში გაურიეთ ცოტაოდენი კურკუმა და დალიეთ დღეში 3-ჯერ: ეს დაგიცავთ ავადმყოფობის შემდგომი გართულებებისგან, ასევე, დაიცავს ღვიძლს.
თავის ტკივილი
0,5 ჩაის კოვზ ხმელ დაფხვნილ კოჭას შეურიეთ იმდენი ცხელი წყალი, რომ პასტისებური მასა მიიღოთ და წაისვით შუბლზე. შესაძლოა ცოტაოდენი წვა იგრძნოთ, მაგრამ ეს არაფერს გავნებთ.
ტკივილი ზურგის არეში
გამოიყენეთ იგივე რეცეპტი, რომელიც თავის ტკივილისთვისაა მითითებული.
გამოივლეთ სალბის ცხელი (გასაძლისად) ნაყენი.
გამონაყარი, ფერიმჭამელები
1 სადილის კოვზ ალოეს წვენს შეურიეთ მეოთხედი ჩაის კოვზი კურკუმა, მიიღეთ შენაგანად 2-ჯერ დღეში.
უსიამოვნო სუნი პირის ღრუში
დაღეჭეთ ფენხელის თესლები. თუ სუნი შინაგანი პროცესების ბრალია, 1 ჩაის კოვზ დაფქულ კარდამონს, დარიჩინსა და დაფნის ფოთოლს დაასხით ერთი ჭიქა მდუღარე წყალი, დააცადეთ სანამ გაგრილდება და დალიეთ.
სოფიო ბულაური