ფარისებრი ჯირკვლისა და გულ-სისხლძარღვთა სამკურნალოდ, ფეიხოა თაფლით უკვე კარგად გამოცდილი სამკურნალო საშუალებაა. ნაზავი სასარგებლოა ასევე: ლარინგიტის, ანგინის, ნერვული სისტემის მაღალი მგრძნობელობის დროს.
იოდის ნაკლებობა, ადამიანის მთელს ორგანიზმზე ძალიან ცუდად აისახება, თმის ღერიდან ფეხის ფრჩხილამდე - ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით.
იოდის ნაკლებობის შემთხვევაში, ბავშვების სიმაღლეში ზრდა ფერხდება და მათი გონებრივი განვითარებაც ჩამორჩება.
ფეიხოასა და თაფლის ნაზავი, იოდის ნაკლებობას აღმოფხვრის. გარდა იოდისა, ფეიხოა შეიცავს C,B,P
როგორ მოამზადოთ ფეიხოასა და თაფლის ნარევი:
აიღეთ თანაბარი რაოდენობის ინგრედიენტები - 1:1. გაატარეთ ფეიხოა ხორცის საკეპ მანქანაში, დაუმატეთ თაფლი, აურიეთ, გადაიტანეთ შუშის ქილაში და შეინახეთ მაცივარში.
მიიღეთ დღეში 3-ჯერ, 1 ჩაის კოვზი.
იზრუნეთ თქვენი და თქვენი ახლობლების ჯანმრთელობაზე. მოამზადეთ ძალიან გემრიელი და სასარგებლო - თაფლისა და ფეიხოას ნარევი.
ანაბელ ლაჩოვსკი