ზედმეტი და არაჯანსაღი საკვებისგან, პირველ რიგში, ნაწლავები ზარალდება. ნაწლავების გადატვირთვა შეკრულობის ერთ-ერთი ძირითადი მიზეზია. ასევე, ამაზე მიუთითებს პირის ღრუს უსიამოვნო სუნი, გაზების დაგროვება.
ბუნებრივია, სხეულის წონაც დამოკიდებულია საკვების რაოდენობასა და ხარისხზე.
რა უნდა ვქნათ
სხეულის ნორმალური წონის, ღვიძლისა და ზოგადად ჯანმრთელობის შესანარჩუნებლად აუცილებლად უნდა ვაკანტროლოთ საკვების რაოდენობა და ურთიერთავსებადობა, ანუ რას რასთან ერთად მივირთმევთ.
აი,
ხილი უნდა მიირთვათ ცალკე, როგორც საუზმე ან ჭამამდე ერთი საათით ადრე. ცალკე უნდა მიირთვათ კონცენტრირებული ცილებისა და სახამებლის შემცველი პროდუქტი. მაგალითად, ბურღულეული და თხილეული უნდა მიირთვათ ცალ-ცალკე. მჟავე და ტკბილიც - ასევე ცალ-ცალკე. ერთდროულად ორი სახეობის კონცენტრირებული საკვების მიღება ხელს უწყობს საკვების ლპობის პროცესს, რაც ჯანმრთელობისთვის საზიანოა.
ერთ ჯერზე მიღებული საკვების მოცულობა არ უნდა აღემატებოდეს სამ მუჭას, საკვები უნდა მიიღოთ 4-6 საათის ინტერვალით, აუცილებელია ორგანიზმის ბიორიტმის დაცვა.
დილის 4 საათიდან 12 საათამდე - ნარჩენებისგან ორგანიზმის გათავისუფლება.
საკვების მიღება მხოლოდ დილის 12 საათიდან უნდა დაიწყოთ. რადგან საჭმლის მონელების პროცესს დიდი ენერგია მიაქვს, უნდა მიიღოთ ისეთ საკვები, რომელიც მთელი ენერგიის მარაგს არ წაგართმევთ.
საკვების ბოლო ულუფა უნდა მიიღოთ დაძინებამდე 3 საათით ადრე. ანუ საღამოს 6-7 საათზე.

საკვების ხშირ მიღებას მივყავართ იქამდე, რომ ორგანიზმი ვერ ასწრებს მიღებული საკვების გადამუშავებას, აუთვისებელი საკვები კი ნაწლავებში დუღილის პროცესს იწვევს, რის შედეგადაც საჭმლის მომნელებელ ტრაქტში წარმოიქმნება სპირტი იმავე შედეგებით, რაც ალკოჰოლის მოხმარებას მოჰყვება, ფერხდება გლომუსისა და ღვიძლის მუშაობა, რაც სერიოზულ საფრთხეს უქმნის ჯანმრთელობას.
მაშინაც კი, თუ მსუბუქ საკვებს მიირთმევთ, მაგალითად, ხილს ან ბოსტნეულს, ჭარბმა რაოდენობამ შეიძლება უარყოფითად იმოქმედოს თქვენს ჯანმრთელობაზე.
სოფიო ბულაური