10 მაისი, 2016
როგორ მოუაროთ ღვიძლს - რამდენიმე "ოქროს" წესი ჯანმრთელი ღვიძლისთვის
ღვიძლი, ნაღვლის ბუშტთან ერთად, ერთგვარი გადამამუშავებელი ქარხანაა. ღვიძლი მთელი ღამის განმავლობაშიც მუშაობს, წმენდს სისხლს შლაკებისგან და ნაღველში აგროვებს.

"ოქროს" წესები

1. ისაუზმეთ დილით, 7 საათამდე, წინააღმდეგ შემთხვევაში ღვიძლიდან გამოყოფილი სითხე ორგანიზმში მთელი დღის განმავლობაში რჩება.

2. საუზმეზე შეგიძლიათ დალიოთ 1/3 ჭიქა ასკილის ნაყენი ან ჭიქა ჩაი.

3. ღვიძლისა და სანაღვლე გზების მუშაობის დასარეგულირებლად რეკომენდებულია მრავალჯერადი კვება: ორგანიზმი ნაღვლის სითხეს ყოველ 2 საათში გამოყოფს, მაგრამ მხოლოდ საჭმლის მონელების პროცესში.

4. აუცილებელი არ არის გადაძღომა. საკმარისია მიირთვათ გახუხული პური, თხილი, ვაშლი,
ქიშმიში. ეს სანაღვლე სისტემაში, კენჭების დაშლასა და სილის გამოდევნას უწყობს ხელს.

5. ნაღვლის მილებისა და გამავალი გზების ფორმის აღდგენა, ეგრეთწოდებული ბრმა ზონდირების ხარჯზე ხდება - პროცესი დილით გაღვიძების დროს, საწოლიდან ადგომამდე უნდა ჩატარდეს. თუმცა დღის მეორე ნახევარში, აუცილებლად უნდა შეამციროთ სითხის რაოდენობა.

გთავაზობთ 2 ხერხს:

1 ჭიქა ცხელ რძეს, დაუმატეთ 0,5 ლ კეფირი, 1 ჭიქა ხაჭო . დალიეთ 2-3 ჭიქა ნარევი. დაწექით მარჯვენა მხარეს, დაიდეთ ''გრელკა'' და ამ მდგომარეობაში, 45-60 წუთის განმავლობაში გაჩერდით. დროის გასვლიდან, 10 წუთის შემდგე ისევ დალიეთ იმდენივე რაოდენობის ნარევი, 5-7 წუთის შემდეგ კვლავ გაიმეორეთ და კიდევ 40 წუთს იწექით. ამ დღეს, მიირთვით მხოლოდ ხაჭო.

- საწოლიდან ადგომამდე, მიირთვით 1 კოვზი თაფლი და დალიეთ 1/2 ჭიქა თბილი წყალი.

ნელა გადაბრუნდით მარჯვენა მხარეს და კვლავ მიირთვით 1 კოვზი თაფლი, დააყოლეთ 1/2 ჭიქა ცხელი წყალი. დაწეკით მარჯვენა მხარეს გამათბობელზე - 50-60 წუთის განმავლობაში.
მსგავსი პროცედურების ჩატარებისას, თითოეული მოძრაობა სწორად და ფრთხილად უნდა შესრულდეს.

ანაბელ ლაჩოვსკი

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS