06 მაისი, 2016
მრავალძარღვა დაგიბრუნებთ ახალგაზრდობას - ეს რეცეპტი ღრმა ნაოჭებსაც ნიღბავს
მრავალძარღვას სამკურნალო თვისებები ფართოდაა ცნობილი. მას წარმატებით იყენებენ კოსმეტოლოგიაშიც.

ცხიმიანი კანისთვის შეიძლება მრავალძარღვას ნახარშისგან ყინულის კუბიკები მოამზადოთ და სახე დაიზილოთ. ის ტონუსს მატებს დაღლილ სახეს და აახალგაზრდავებს მას.

კანის დასატენიანებლად

კანის დასატენიანებლად იყენებენ მრავალძარღვას კომპრესს: 1-2 სადილის კოვზ ხმელ დაქუცმაცებულ მრავალძარღვას დაასხით 1 ჭიქა მდუღარე წყალი და გააჩერეთ 30 წუთით, შემდეგ გადაწურეთ.

კომპრესი გამოიცვალეთ 3-4-ჯერ. დაიწყეთ ცხელი კომპრესით, გაიჩერეთ 2-3 წუთით, დაასრულეთ ცივი კომპრესით - გაიჩერეთ 4-5 წუთით.

მშრალი კანის გასაწმენდად

მშრალი კანის გასაწმენდად ძალიან
კარგია წყალში გაზავებული მრავალძარღვას წვენი. გააზავეთ პროპორციით: ერთი წილი მრავალძარღვას წვენი, 3 წილი წყალი.
გაითვალისწინეთ: ამ პროცედურის შემდეგ კრემის გამოყენება რეკომენდებული არ არის.

მგრძნობიარე, გაღიზიანებული კანისთვის

ასეთი კანისთვის ძალიან კარგია მრავალძარღვას "კისელი". კარტოფილის სახამებლისა და მრავალძარღვას ნაყენისგან მოამზადეთ კისელი და წაისვით სახეზე. გაიჩერეთ 20-25 წუთით, შემდეგ ჩამოიბანეთ თბილი წყლით.

ცხიმიანი, ღრმანაოჭიანი კანისთვის

2 სადილის კოვზ დაქუცმაცებულ ხმელ მრავალძარღვას დაასხით ერთი ჭიქა მდუღარე წყალი. დააცადეთ, ვიდრე გაგრილდება, შემდეგ გადაწურეთ, ჩაასხით ყინულის ფორმებში და შედეთ მაცივარში და სახე ყინულის კუბიკებით დაიზილეთ.

სოფიო ბულაური
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS