ხავერდოვანი კანი
ეს პროცედურა ჭიმავს კანს და აქრობს ნაოჭებს. ხელები კარგად გაისაპნეთ უბრალო საპნით, ხელებზე წარმოქმნის ქაფში ცოტაოდენი კბილის პასტა გაურიეთ და წაისვით სახეზე, ყელზე, დეკოლტეს მიდამოსა და ხელებზე. გაიჩერეთ, ვიდრე არ გაშრება და შემდეგ ცივი წყლით ჩამოიბანეთ. მაშინვე იგრძნობთ, რომ თქვენი კანი ხავერდოვანი გახდა. რაც შეეხება ტანს, აბაზანის მიღების შემდეგ ტანზე ვაშლის ძმარგარეული წყალი გადაივლეთ.
კვერცხის ნახარში
წიპწიპოს (კედრის თესლი) ჩენჩოს ნახარში
ჭარბთმიანობის პრობლემის მოგვარებაში კედრის წიპწიპოს ჩენჩოს ნახარში დაგეხმარებათ. ამ ნახარშით რეგულარულად დაიბანეთ პრობლემური მონაკვეთები - არ გაიმშრალოთ.
გამაახალგაზრდავებელი ნიღაბი
ერთმანეთში კარგად აურიეთ 1 სადილის კოვზი ნაღები, ერთი კვერცხის გული და 1 ჩაის კოვზი სტაფილოს წვენი. მიღებული მასა წაისვით სახეზე და გაიჩერეთ 20 წუთით. შემდეგ ნიღაბი მოიშორეთ თბილი ზეთით.
სოფიო ბულაური