05 მაისი, 2016
თუ ფარისებრი ჯირკვალი გადიდებული გაქვთ - ხახვის კომპრესის სასწაულმოქმედი ძალა
ფარისებრი ჯირკვლის მუშაობაზე დამოკიდებულია მთელი ენდოკრინული სისტემის ფუნქციონირება. ფარისებრი ჯირკვლის გამართული მუშაობა კი ორგანიზმში იოდის შემცველობაზეა დამოკიდებული, იოდის ნაკლებობის შემთხვევაში ბევრი პრობლემა იჩენს თავს: ფარისებრი ჯირკვალი დიდდება, ირღვევა ჰორმონალური ბალანსი, ადამიანი გრძნობს ქრონიკულ დაღლილობას.

იოდის ნაკლებობის შემთხვევაში სასურველია მიირთვათ იოდის შემცველი პროდუქტები: ზღვის წყალმცენარეები, ზღვის თევზი, ყურძენი, ვაშლი, მჟაუნა, სატაცური.

შემოგთავაზებთ ხალხურ რეცეპტს, რომელიც ფარისებრი ჯირკვლის მკურნალობაში დაგეხმარებათ, განსაკუთრებით, თუ ფარისებრი ჯირკვალი გადიდებული გაქვთ. ერთი თვის შემდეგ შედეგს აუცილებლად იგრძნობთ.

ინგრედიენტები:

500 გრამი წითელი ხახვი.

სტერილური მარლა ან ბინტი.

მომზადების წესი:

ხახვი ხორცსაკეპი მანქანით ან ბლენდერით დააქუცმაცეთ, მიღებული ფაფა მოათავსეთ მარლაზე და მიიდეთ ყელზე, შემოიხვიეთ ცელოფანი ან სპეციალური კომპრესის ქაღალდი და თბილი შარფით კარგად დაითბუნეთ. კომპრესი გაიჩერეთ 2 საათით.

პროცედურა გაიკეთეთ კვირაში ორჯერ ერთი თვის განმავლობაში.

სოფიო ბულაური
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 3 /
Nuca
Gamarjobat igliashi gamaomivida orive mxares jirkvlebi tan mtkiva eamicis
01:01 / 24-09-2018
გამოხმაურება / 0 /
ელზა
მაინტერესებს თუ ჯირყვალი გადიდებულია იღლიაში,შეიძლება ხახვის კომპრესის დადება?
21:16 / 28-08-2016
გამოხმაურება / 0 /
თუ ჯირკვალი დაპატარავებულია და არა გადიდებული, რეკომენდირებულია თუ არა ამ პროცედურის ჩატარება?
17:26 / 06-05-2016
გამოხმაურება / 0 /
TOPS