04 მაისი, 2016
კურკუმის ჯადოსნური თვისებები - აახალგაზრდავებს კანს, ასწორებს ნაწიბურებს, აუმჯობესებს კანის ფერს
კურკუმა ერთნაირი პოპულარობით სარგებლობს როგორც ხალხურ მედიცინაში ისე კოსმეტოლოგიაში. ამჯერად შემოგთავაზებთ კურკუმის ნიღბებს, რომლების ასუფთავებს და აახალგაზრდავებს კანს. მისი დახმარებით თქვენ დიდხანს შეინარჩუნებთ სილამაზეს.

სახის გამწმენდი ნიღაბი

ერთმანეთში აურიეთ 2 სადილის კოვზი კოსმეტიკური თიხა და მეოთხედი ჩაის კოვზი კურკუმის ფხვნილი. მიღებული მასის მესამედი გადაიღეთ ცალკე ჯამში და დაუმატეთ 2 წვეთი ლავანდის ეთერზეთი (დარჩენილი მშრალი ნაზავი შეგიძლიათ ჰერმეტულად დახურულ ქილაში შეინახოთ).

თუ მშრალი კანი გაქვთ, ნიღაბი თხელ ფენად წაისვით, თუ ცხიმიანი - სქლად. გაიჩერეთ 10-15 წუთით
და შემდეგ გრილი წყლით ჩამოიბანეთ.

გამაახალგაზრდავებელი ნიღაბი

ერთმანეთში აურიეთ თითო ჩაის კოვზი კურკუმა, რძე ან არაჟანი და თაფლი. მიღებული მასა წაისვით გაწმენდილ სახეზე 10 -30 წუთით. შემდეგ ჩვეულებრივად ჩამოიბანეთ. გაიკეთეთ ნიღაბი დღეგამოშვებით, 2-3 ნიღბის შემდეგ შედეგს აუცილებლად იგრძნობთ.

ეფექტი: ხსნის ანთებას, აახალგაზრდავებს კანს, ასწორებს ნაწიბურებს, აუმჯობესებს კანის ფერს.

სოფიო ბულაური
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 1 /
ქეთი გონგლაძე
რა რაოდენობით უნდა იყოს არაჟანი ,ან თაფლი.მიუთითეთ
16:10 / 06-05-2016
გამოხმაურება / 0 /
TOPS