დიეტოლოგები ირწმუნებიან, რომ საუზმე ყველაზე მნიშვნელოვანია ჩვენს რაციონში და ის არასოდეს არ უნდა დაგვავიწყდეს. სასარგებლო და ცხიმის დამწველი საუზმის საიდუმლო კი მხოლოდ ერთ პროდუქტში - კვერცხშია.
ჯერ კიდევ 2008 წელს გამოიკვლიეს, რომ კვერცხი ხელს უწყობს წელის არეში ზედმეტი ცხიმის დაწვას
დიეტოლოდებს მიაჩნიათ, რომ საუზმე უნდა შეიცავდეს, სულ მცირე, 20 გრამ ცილას. ერთ კვერცხში 6 გრამი ცილაა.
რაში მდგომარეობს თქვენი ამოცანა
მოხარშული კვერცხი იდეალურია საუზმისთვის, მასში საკმარისი რაოდენობითაა ცილა, იმავდროულად ძალიან ცოტა კალორიას შეიცავს.
თუ კომბინირებული საუზმის მომზადებას აპირებთ, მოხარშული კვერცხი და ვაშლი საუკეთესო არჩევანია.
კვერცხში 78 კალორიაა, ვაშლში კი - 80 კალორია. შესაბამისად, ამგვარი საუზმე თქვენს ჯანმრთელობას მხოლოდ სასიკეთოდ წაადგება - გარდა იმისა, რომ საკმარის საკვებ ნივთიერებას მიიღებთ, შიმშილის გრძნობა დიდხანს არ შეგაწუხებთ.
სოფიო ბულაური