სხვადასხვა პროდუქტის გადამუშავებას სხვადასხვა დრო სჭირდება. ექიმები დაჟინებით ირწმუნებიან, რომ არ შეიძლება ეთდროულად ისეთი პროდუქტების მიღება, რომელთა გადამუშავებასაც ორგანიზმი განსხვავებულ დროს ანდომებს. სწორედ ამ დროის გაუთვალისწინებლობის შედეგია კუჭში სიმძიმის შეგრძნება და შლაკების დაგროვება.
სანამ საკვები კუჭშია, ცილები და ცხიმები მთლიანად ასწრებენ დაშლას. იმის ცოდნა, რომ საჭმელი გადამუშავების პროცესშია, საშუალებას მოგცემთ კარგად გათვალოთ დრო და აღარ მიიღოთ
შეეცადეთ დაძინებამდე 4 საათით ადრე ივახშმოთ, რომ კუჭმა დასვენება მოასწროს.
ახლა კი შემოგთაბაზებთ, რა დრო სჭირდება ამა თუ იმ საკვების გადამუშავებას:
წყალი - მაშინვე ხვდება ნაწლავებში.
ხილის წვენი - 15-20 წუთი.
ბოსტნეულის წვენი - 15-20 წუთი.
ბოსტნეულის ბულიონი - 15-20 წუთი.
წყლიანი ხილი და კენკრა - 20 წუთი.
ფორთოხალი, ყურძენი, გრეიპფრუტი - 30 წუთი.
ნედლი ბოსტნეული, ბოსტნეულის სალათები ზეთის გარეშე - 30-40 წუთი.
ვაშლი, მსხალი, ატამი, ალუბალი - 40 წუთი.
მოხარშული ბოსტნეული - 40 წუთი.
კვერცხი - 45 წუთი.
სხვადასხვა სახეობის კომბოსტო, ყაბაყი, სიმინდი - 45 წუთი.
ბოლოკი, სტაფილო, ძირთეთრა - 50 წუთი.
ზეთიანი ბოსტნეულის სალათები - 1 საათი.
თევზი - 1 საათი.
სახამებლის შემცველი ბოსტნეული (კარტოფილი) – 1,5-2 საათი.
ფაფები - 2 საათი.
პარკოსნები - 2 საათი.
რძის პროდუქტები - 2 საათი.
ფრინველის ხორცი - 2,5-3 საათი.
მზესუმზირა, გოგრის თესლი და მისთ. – 3 საათი.
თხილეული - 3 საათი.
საქონლის ხორცი - 4 საათი.
ცხვრის ხორცი - 4 საათი.
ღორის ღორცი - 5-6 სათი.
თუ საკვების გადამუშავების დროს გაითვალისწინებთ, საჭმლის მონელების პრობლემები და
ზედმეტი წონა არასოდეს შეგაწუხებთ.
სოფიო ბულაური