03 მაისი, 2016
სახის მასაჟი თაფლით - დაუთმეთ ამ პროცედურას მხოლოდ ხუთი წუთი და გაიუმჯობესეთ ჯანმრთელობა
დამკვიდრდა აზრი, რომ სახის მასაჟი კოსმეტიკური პროცედურაა და მას ძირითადად ქალები მიმართავენ. სპეციალისტები ირწმუნებიან, რომ სახის მასაჟი აუცილებელია ყველასთვის და არა მხოლოდ იმიტომ, რომ კარგად გამოიყურებოდეთ, არამედ იმისთვისაც, რომ იყოთ ჯანმრთელი და მხნედ გრძნობდეთ თავს.

სახეც ორგანიზმის ერთგვარი სარკეა, ისევე როგორც ხელისგულები, ყურები, ტერფები. სხეულის ამ ნაწილების მასაჟი დადებითად მოქმედებს მთელ ორგანიზმზე.

თაფლის მასაჟი სახისთვის

სახის მასაჟისთვის ყველაზე უკეთესია ფიჭის თაფლი, რადგან სწორედ ფიჭაში ინახება ყველაზე მეტი ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერება.

თაფლი მთელ სახეზე თანაბარ ფენად
წაისვით და გაიჩერეთ 5 წუთით. შეამჩნევთ, რომ თაფლის ფენა თანდათან არათანაბარი გახდება. საქმე ის არის, რომ სუფთა ფორებმა, ანუ ფორებმა, რომლებიც შლაკებით არ არის დაცობილი, შეიწოვეს თაფლი, ხოლო დაცობილმა ფორებმა, ანუ კანის იმ ნაწილმა, რომელიც "არ მუშაობს" - ვერა.

თაფლის მასაჟი ასუფთავებს დაცობილ ფორებს.

5 წუთის შემდეგ, თითებით მსუბუქად დააწექით სახის კანს და მოიშორეთ დარჩენილი თაფლი. ეს პროცესი ქმნის მსუბუქ ვაკუუმს, რაც ცხიმის საცობების მოშორების საშუალებას იძლევა. სხვათა შორის, ასეთი მასაჟი რეკომენდებულია ცელულიტის შემთხვევაშიც.

თითებზე მიწებებული თაფლი წყლით ჩამოიბანეთ, სახე კი შეგიძლიათ არ დაიბანოთ - ის თავისით გაშრება ისე, რომ წებოვანი არ იქნება.

რაც მთავარია, ამ პროცედურის დროს აქტიურდება შინაგანი ორგანოები.

შეგიძლიათ დაწოლა გააძლიეროთ სახის იმ მონაკვეთებზე, რომლებიც პასუხისმგებლები არიან ამა თუ იმ ორგანოზე. მაგალითად:

ბრონქებისა და ფილტვების დაავადებების დროს ინტენსიურად დაიზილეთ ლოყები.

დიზბაქტერიოზის, საყლაპავ მილში მჟავა-ტუტოვანი ბალანსის დარღვევის დროს - შუბლი.

ქალებმა გინეკოლოგიური, ხოლო მამაკაცებმა უროლოგიური პრობლემების დროს - ნიკაპი.

გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებებისას - ცხვირის წვერი.

სახეზე თაფლის მასაჟი უმჯობესია, დღის პირველ ნახევარში გაიკეთოთ.

მკურნალობის კურსი 10-15 სეანსია.

მასაჟი აღადგენს კანის მგრძნობელობას ტემპერატურისა და სინათლის ცვალებადობაზე.

უჯრედებს უკეთ მიეწოდებათ ჟანგბადი და სინათლე, რაც ხელს უწყობს ახალი, ახალგაზრდა უჯრედების წარმოქმნას.

სოფიო ბულაური

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS