02 მაისი, 2016
სტაფილოს წვენი აახალგაზრდავებს - ძვირად ღირებული პროცედურა აღარ დაგჭირდებათ
ნაოჭების წინააღმდეგ ბოტოქსს ფართოდ იყენებენ, მაგრამ ამ პროცედურაზე ბევრს არ მიუწვდება ხელი. თუმცა არსებობს ხალხური რეცეპტი, რომელიც საკმაოდ ეფექტურია.

ინგრედიენტები:

1 სადილის კოვზი არაჟანი.

5 სადილის კოვზი სტაფილოს წვენი.

1 სადილის კოვზი სიმინდის სახამებელი.

მომზადების წესი:

ნახევარ ჭიქა წყალში კარგად გახსენით 1 სადილის კოვზი სახამებელი. დაუმატეთ 100 მილიგრამი მდუღარე წყალი და ხარშეთ დაბალ ცეცხლზე მანამ, სანამ მასა არ შესქელდება.

შემდეგ ცოტათი გააგრილეთ და დაუმატეთ არაჟანი და სტაფილოს წვენი. ყველაფერი კარგად აურიეთ, გაიწმინდეთ სახე და წაისვით
მიღებული მასა - გაიჩერეთ 20-30 წუთით. შემდეგ კარგად დაიბანეთ სახე თბილი წყლით და ჩვეულებრივი მკვებავი კრემი წაისვით. ნიღბის დარჩენილი მასა მაცივარში შეინახეთ.

უკეთესი ეფექტისთვის ნიღაბი ზედიზედ სამ დღეს გაიკეთეთ.

აღნიშნული ნიღაბი მოგაცილებთ წვრილ ნაოჭებსა და დაღლილ იერს, ის ამკვრივებს და კარგად ატენიანებს კანს.

სოფიო ბულაური
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS