29 აპრილი, 2016
რით ვუშველოთ დახეთქილ ქუსლებს
დახეთქილი ქუსლები ხშირად კანის სიმშრალის შედეგია და ჯანმრთელობისთვის საფრთხეს არ წარმოადგენს, თუ ნახეთქები ღრმა და სისხლმდენი არ არის. ქუსლების სიმშრალე ყველაზე ხშირად აღინიშნება მათ შორის, ვისაც დაბალი იმუნიტეტი და დიაბეტი აწუხებს.
შემოგთავაზებთ მარტივ მეთოდს, რომელიც ამ პრობლემის დაძლევაში დაგეხმარებათ და საშუალებას მოგცემთ თამამდ ჩაიცვათ ღია ფეხსაცმელი.

ზეითუნის ზეთი

ბამბის ტამპონი დაასველეთ ზეითუნის ზეთში და 10-15 წუთის განმავლობაში წრიული მოძრაობებით შეიზილეთ დახეთქილ კანში. ამის შემდეგ ჩაიცვით ბამბის წინდები და გაიჩერეთ ერთი საათით.

შეგიძლიათ სპეციალური კრემიც მოამზადოთ:
ბოთლში აურიეთ 1 სადილის კოვზი ზეითუნის ზეთი, რამდენიმე წვეთი ლიმონის წვენი ან ლავანდის ზეთი და ამდენივე წყალი. გამოყენების წინ კარგად შეანჯღრიეთ. გამოიყენეთ ზემოთ აღნიშნული წესით.

ლიმონის წვენი

გარდა იმისა, რომ ლიმონს მათეთრებელი თვისებები აქვს, მას დახეთქილი ქუსლების სამკურნალოდაც იყენებენ. ლიმონის წვენი კარგად აცილებს მკვდარ უჯრედებს კანიდან. გაჭერით ლიმონი შუაზე და რბილობის მხრიდან 5 წუთის განმავლობაში შეიზილეთ ქუსლებზე.

გასუფთავება

თბილ წყალში გახსენით ცოტაოდენი თხევადი საპონი და ძილის წინ დაითბილეთ ფეხები 20 წუთის განმავლობაში, შემდეგ დახეთქილი ქუსლებიდან მკვდარი უჯრედები პემზის მეშვეობით მოიშორეთ. ფეხებზე სუფთა წყალი გადაივლეთ და რბილი პირსახოცით შეიმშრალეთ. წაისვით ფეხებისთვის განკუთვნილი დამატენიანებელი კრემი, ჩაიცვით ნატურალური ბამბის წინდები და დასაძინებლად დაწექით. გაიმეორეთ ეს პროცედურა ყოველდღე, ვიდრე ნახეთქები მთლიანად არ გაქრება.

სოფიო ბულაური
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS