29 აპრილი, 2016
გინდათ სწრაფად მოიხსნათ დაღლილობა სახიდან და შენიღბოთ წვრილი ნაოჭები - გამოიყენეთ მარტივი რეცეპტები
ჭვავის პური

ჭვავის პურის ნიღაბი ადვილად უმკლავდება წვრილ ნაოჭებს, ამასთან, მომენტალურად ხსნის დაღლილობას სახიდან.

ნიღბის მოსამზადებლად დაგჭირდებათ ჭვავის პურის ნაჭერი და ცოტაოდენი ნაღების კარაქი.

კარაქი გაადნეთ, ჩაფშვენით შიგ ჭვავის პური და კარგად დაალბეთ. მიღებული ფაფა დაიდეთ თვალების ირგვლივ, გაიჩერეთ 25 წუთით და თბილი წყლით ჩამოიბანეთ. ამის შემდეგ სახე წინასწარ მომზადებული ყინულის კუბიკით დაიზილეთ. ყინულის კუბიკი შეგიძლიათ მოამზადოთ ჩვეულებრივი წყლისგან ან გვირილის ნაყენისგან.
ნაღების კარაქის ნაცვლად შეგიძლიათ გამოიყენოთ თბილი რძე.

რძის პროდუქტები

რძე და რძის პროდუქტები
ნაოჭების საწინაარმდეგო ბევრი ნიღბის საფუძველს წარმოადგენს. მათეთრებელი თვისებების გამო მათ ასევე ხშირად იყენებენ თვალებქვეშ მუქი რგოლების მოსშორებლად.

კოსმეტოლოგიაში გამოყენებული რძის პროდუქტებიდან ხაჭოს ყველაზე მკვრივი სტრუქტურა აქვს. პასტის კონსისტენციამდე გაქნილ ხაჭოს შეურიეთ ცოტაოდენი თაფლი და წაისვით სახეზე. მაქსიმალური ეფექტის მისაღებად ზემოდან ბამბის ტამპონები დაიფინეთ. ნიღაბი გაიჩერეთ 30 წუთის განმავლობაში, შემდეგ გრილი წყლით ჩამოიბანეთ და დამატენიანებელი კრემი წაისვით.

ბანანი

წვრილ ნაოჭებსა და "ბატის ფეხებს" კარგად უმკლავდება ბანანისა და ნაღების კარაქის ნიღაბი.

ბანანი გაქენით ისე, რომ ფაფისებური მასა მიიღოთ და შეურიეთ იმავე რაოდენობის წყლის ორთქლზე გამდნარი ნაღების კარაქი. მიღებული მასა თანაბარ ფენად წაისვით თვალების ირგვლივ. გაიჩერეთ 20 წუთით და თბილი წყლით ჩამოიბანეთ.

ნიღბის წასმა რეკომენდებულია ძილის წინ, ნიღბის შემდეგ მოერიდეთ საპნისა და სხვა კოსმეტიკური საშუალებების გამოყენებას. მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ნიღბის შემდეგ კანის სიმშრალე იგრძენით, შეგიძლიათ კანზე ზეთი ან კოსმეტიკური შრატი წაისვათ.

სოფიო ბულაური

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS