28 აპრილი, 2016
მიხაკი და ქოქოსის ზეთი კბილებისთვის - გაუმკლავდით ტკივილს ერთ წუთში
ალბათ, ბევრს გამოუცდია, რა საშინელებაა კბილის ტკივილი, მით უმეტეს, როცა იმწუთას სტომატოლოგთან წასვლის შესაძლებლობა არ არის. კბილის ტკივილის გასაყუჩებლად სხვადასხვა შინაური რეცეპტი არსებობს, შემოგთავაზებთ ერთ-ერთს, რომელის ერთ წუთში დაგიამებთ ტკივილს.

ინგრედიენტები:

ქოქოსის ზეთი.

დაფქული მიხაკი.

მომზადებისა და გამოყენების წესი:

ორივე ინგრედიენტი კარგად აურიეთ ერთმანეთში ისე, რომ აფისებური მასა მიიღოთ. შემდეგ წაისვით იმ მონაკვეთზე, რომელიც ყველაზე ძალიან გტკივათ. ერთ წუთში ტკივილი თანდათან გაგიყუჩდებათ. თუ ექიმთან წასვლის საშუალება რა გაქვთ, მიღებული ნაზავი 60 წამის განმავლობაში დღეში სამჯერ
შეიზილეთ. შეგიძლიათ ერთი ჩაის კოვზი მიხაკიც დაღეჭოთ.

როგორ მოქმედებს მიხაკი კბილებზე?

მიხაკს ძლიერი ტკივილგამაყუჩებელი, ანტიბაქტერიული, სპაზმოლიტური და მასტიმულირებელი თვისებები აქვს. გარდა ამისა, მიხაკი შეიცავს ევგენოლს - ბუნებრივ ნაერთს, რომელსაც ძლიერი ტკივილგამაყუჩებელი ეფექტი აქვს და შეუძლია კბილის ფესვის არხზეც იმოქმედოს.

როგორ ეხმარება ქოქოსის ზეთი კბილებს?

სამეცნიერო კვლევებმა დაადასტურა, რომ ქოქოსის ზეთი ანადგურებს კბილებზე, ღრძილებსა და პილის ღრუშინ არსებულ ბაქტერიებს. ეს ნიშნავს, რომ ქოქოსის ზეთი კარიესის საწინააღმდეგო კარგი საშუალებაა.

სოფიო ბულაური
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS