მოცემული რეცეპტის დახმარებით ორი-სამი კვირაში თქვენი წვრილი ნაოჭები შეუმჩნეველი გახდება, სახის კანს კი ჯანმრთელი იერი დაუბრუნდება.
ლამინარიის შეძენა აფთიაქში შეიძლება.
ჩაყარეთ ფინჯანში 2-3 ჩაის კოვზი ხმელი დაქუცმაცებული წყალმცენარეები, დაასხით 4-5 ჩაის კოვზი მდუღარე წყალი, გაქენით ერთგვაროვანი მასის მიღებამდე, ფინჯანს თავზე ლამბაქი დააფარეთ და 5-10 წუთით გააჩერეთ.
შეეცადეთ, ბევრი წყალი არ მოგივიდეთ, თორემ მასა თხელი გამოვა და სახეზე ვერ გაიჩერებთ - ჩამოგეწუწებათ.
თუ ცხიმიანი კანი გაქვთ, მასას
მიღბულ მასას კარგად მოურიეთ და თითებით სახეზე წაისვით. გაიჩერეთ 20-25 წუთით, შემდეგ თბილი წყლით ჩამოიბანეთ და დასაძინებლად დაწექით.
როგორც მიხვდით, ნიღაბი უნდა გაიკეთოთ საღამოს, ძილის წინ.
თქვენი კანი დიდი ხნით შეინარჩუნებს ახალგაზრდობას, თუ ამ ნიღაბს 3 კვირის განმავლობაში 3-4-ჯერ მაინც გაიკეთებთ.
სოფიო ბულაური