27 აპრილი, 2016
8 საუკეთესო საუზმე მოხდენილი გარეგნობისთვის
სწორი საუზმე წარმატებული დღის საწინდარია - სწორედ ის არის პასუხისმგებელი თქვენს შრომისუნარიანობაზე, კარგ განწყობასა და მოხდენილ გარეგნობაზე.

შემოგთავაზებთ 8 საუკეთესო საუზმეს, მათი დახმარებით ჯანმრთელობასაც შეინარჩუნებთ და მოხდენილ გარეგნობასაც.

მაშ ასე, სწორი საუზმეა:

შვრიის ფაფა

შვრიის ფაფა დიდი ხანია დილის რაციონიდ კლასიკურ საფუძვლად იქცა. ის მდიდარია უჯრედისით, რომელიც დიდი ხნით უნარჩუნებს ორგანიზმს ნაყროვანების გრძნობას. გარდა ამისა, შვრიის ფაფა შეიცავს სასარგებლო ნივთიერებებს - ომეგა-3-ს, კალიუმსა და ფოლიუმის მჟავას.

გაითვალისწინეთ, რომ თუ გინდათ შვრიის ფაფისგან მაქსიმალური სიკეთე მიიღოთ,
უარი უნდა თქვათ, სწრაფი მომზადების ფაფებზე, მიტ უმეტეს სხვადასხვა გემრიელი დანამატებით. მათში თითქმის არ არის სასარგებლო ნივთიერებები, თანაც ბევრ შაქარსა და არომატიზატორებს შეიცავენ.

იდეალურია შვრიის ფაფა, რომელიც 20-30 წუთის განმავლობაში იხარშება.

კვერცხი

shutterstock_119776153
ომლეტი ან თოხლოდ მოხარშული კვერცხი აუცილებელი ამინმჟავებითა და Д და В12 ვიტამინებით მოგამარაგებთ. ნუ შეგეშინდებათ ქოლესტერინის! თუ თქვენ რაიმე ქრონიკული დაავადება და სერიოზული დარღვევები არ გაქვთ, დღეში 2-3 კვერცხი ვერაფერს დაგაკლებთ.

ხაჭო

tvorog

სულ რაღაც 200 გრამი ხაჭო საკმარისი ენერგიით მოგამარაგებთ იმისათვის, რომ სადილამდე მხნედ და დანაყრებულად იგრძნოთ თავი. შეგიძლიათ ხაჭოს თაფლი ან ხილის ფაფა მოასხათ.

ცეხვილი პური

ყველამ იცის, რომ ნახშირწყლები ენერგიაა, მაგრამ არ ღირს დღის დაწყება ფუნთუშებითა და თეთრი პურით. ასეთი საუზმე ხელს უწყობს სისხლში შაქრის დონის მომატებას და სასურველი სიმხნევის ნაცვლად თქვენ მსუბუქ თავბრუსხვევასა და დაღლილობას იგრძნობთ.

ukrainian-bread

უპირატესობა მიანიჭეთ ცეხვილი ხორბლისგან გამომცხვარ პურს. ის უფრო სასარგებლოა ორგანიზმისთვის. ასეთი პური დიდი ხნით მოგამარაგებთ ენერგიით. შეგიძლიათ, მოამზადოთ ბუტერბროდი: ერთ ნაჭერ პურზე დადეთ რამდენიმე ნაჭერი მჟავე კიტრი, სალათის ფურცელი და ერთი-ორი ნაჭერი ნაკლებმარილიანი ორაგული.

ბანანი

ხილს შორის ბანანი დილის რაციონისთვის საუკეთესო არჩევანია. ის ორგანიზმს ვიტამინებითა და მინერალებით ამარაგებს.
2_banana-leci-depresiju
ბანანი კარგად ეხამება სხვა პროდუქტებს და რეკომენდებულია დღის პირველ ნახევარში.
შეგიძლიათ ბანანი ხაჭოსა და ფაფებსაც დაუმატოთ.

კენკრა

კენკროვანი ხილი ვიტამინების ანტიოქსიდანტებისა და სხვა სასარგებლო ნივთიერებების წყაროა. ისინი აწესრიგებენ კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მუშაობას, ხელს უწყობენ ახალგაზრდობისა და სილამაზის შენარჩუნებას - აუცილებლად ჩართეთ დილის მენიუში.
Granola with berries and almonds in a bowl
ბერძნული იოგურტი

ეს რძემჟავა პროდუქტი ადვილათვისებადი ცილისა და კალციუმის წყაროა. ბერძნული იოგურტი განსაკუთრებით სასარგებლოა მათთვის, ვისაც დილით ადრიანად ადგომა უჭირს. ის საკმარისად ნოყიერია, მაგრამ სიმძიმის შეგრძნებას არ ტოვებს. შეგიძლიათ ხილთან და თხილეულთან ერთად მიირთვათ.
15
კივი

ეს ხილი განსაკუთრებულია იმით, რომ დიდი რაოდენობით С ვიტამინს შეიცავს. სწორედ С ვიტამინისა და კივში შემავალი უჯრედისის წყალობით უმჯობესდება საჭმლის მონელების პროცესი, რაც ნიშნავს, რომ ორგანიზმი საკვებიდან მაქსიმალურ ენერგიას მიიღებს.
0667
სოფიო ბულაური
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS