23 აპრილი, 2016
რამდენიმე პროდუქტი, რომლებიც ნაადრევად აბერებს
კარგია, თუ კოსმტოლოგთან ხშირად დადიხართ და ზრუნავთ საკუთარ გარეგნობაზე, მაგრამ ნუ დაგავიწყდბათ, ორგანიზმში მიმდინარე პროცესები, რასაც ვერავითარი კოსმტიკური საშუალება ვერ უშველის. მნიშვნელოვანია იცოდეთ, რას სვამთ ან ჭამთ.

მარილი

დანამატი, რომელსაც ყოველდღიურად ვიყენებთ, თუმცა ორგანიზმისთვის სასარგებლო სულაც არ არის. დიეტოლოგების რეკომენდაციით, დღეში მხოლოდ 1,5 გრ მარილია დაშვებული. ჭარბი რაოდენობის მარილი, სისხლის წნვას წევს, ეს კი კანის კოლაგენზე ახდენს ზეგავლენას და ასუსტებს მას. შესაბამისად კანი ადრეული ასაკიდან ნაოჭდება, იწყება თვალის გარშემო ნაოჭით და გრძელდბა სახეზე, ყელსა და
ხელებზე.

შაქარი

თუ ახალგაზრდობის შენარჩუნება გსურთ, მოერიდეთ ტკბილს. შაქარი ბლოკავს სისხლძარღვებს და აჩქარებს კანის დაბერების პროცესს. შაქარზე უარის თქმა თქვენს გარეგნობაზე მალევე აისახება - კანი განახლდება და ჯანსაღ ფერს შეიძენს.

ყავა

ბევრისთვის შეუცვლელ, ამ ენერგეტიკულ სასმელს, ერთდროულად რამდენიმე დარტყმის მოყენება შეუძლია. პირველ რიგში, ფერს უცვლის კბილებს, იწვევს კანის სიმშრალეს, თვალების გარშემო ნაოჭებს უფრო აშკარას ხდის. ამიტომ ყავის მოყვარულებმა აუცილებლად გამოიყენეთ ტანის დამატენიანებელი და მიიღეთ ბევრი სითხე. დიეტოლოგები გირჩევენ - დალიოთ მწვანე ჩაი, შეიცავს ნაკლებ კოფეინს, აჯანსაღებს ორგანიზმს.

ალკოჰოლი

ალკოჰოლი სხულის უჯრედებიდან გამოდევნის წყალს. მასზე დამოკიდებულბა, მალევე გმატებთ ასაკს, თანაც ალკოჰოლის მიღებისას, მარილიან საკვებს ეტანებით.

წითელი ხორცი

ხორცი დიდი რაოდნობით კარნიტინს შეიცავს, რაც ამყარებს სიხლძარღვების კედლებს და ელასტიურობას უკარგავს, შედეგად კი ნაოჭები ჩნდება. გამომდინარე იქედან, რომ ხორცი სხვა ძალიან სასარგებლო ნივთიერებებსაც შეიცავს და რაციონიდან საბოლოოდ ვერ ამოიღებთ, თუმცა შეგიძლიათ შეამციროთ ან ჩაანაცვლოთ ზღვისა და რძის პროდუქტებით.

მარტივი ნახშირწყლები

თეთრი პური და მაკარონი, უჯრედებში არსებულ კოლაგენებს ანადგურებს, რაც კანს ელასტიურობას უკარგავს.

მწარე საკვები

მწარე პილპილი კარგია მეტაბოლიზმისთვის, მაგრამ ზოგიერთი ადამიანის კანზე უარყოფითად აისახება. აფართოებს ვენებსა და კაპილარებს, ქალებში მენოპაუზის პერიოდს აჩქარებს.

ჰოთ-დოგი და შებოლილი ხორცი

მოცემულ საკვებში შემცველი ნივთიერებები, რამდენიმე წელს გმატებთ, ასევე სახეზე აჩენს წითელ და ყვითელ ლაქებს, იწვევს აკნეს.

სოდიანი სასმელები

მსგავსი სასმელები ფერს უცვლის კბილებს და აბერებს კანს. თუ ახალგაზრდობისა და კანის სილამაზის შენარჩუნება გსურთ, უმჯობესია სოდიანი სასმელები მთლიანად წყლით ჩაანაცვლოთ ან ხილის წვენებით.

ტრანს-ცხიმები

ეს ცხიმები, რომლებიც ხშირად გვხვდება სწრაფად კვების ობიექტებსა და მარგარინში, ლუქავს არტერიებს, რასაც ნაადრევ სიბერემდე მიჰყავხართ. თუმცა ყოველგვარ ცხიმზე უარის თქმა არ ღირს. მაგ: ზეითუნისა და ქოქოსის ზეთები, შეიცავს საჭირო ნივთიერებებს, რომლებიც კანის ნაადრევ დაბერებას ებრძვიან.

ნაოკო ვატანაბე

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS