ფოლიუმის მჟავა В6 და В12 ვიტამინებთან კომპლექსში 30%-ით ამცირებს თვალის დაავადებების რისკს. ასევე, აფერხებს გაჭაღარავების პროცესს.
ფოლიუმის მჟავა განსაკუთრებით რეკომენდებულია ორსული ქალებისთვის - ყოველდღიური დოზა უნდა შეადგენდეს 400 მილიგრამს.
კვლევების შედეგებმა დაადასტუტრა, რომ ფოლიუმის მჟავას (იგივე В9 ვიტამინი) ხანგრძლივი გამოყენება თავიდან აგაცილებთ გართულებებს ორსულობისა და მშობიარობის დროს. საერთოდ, ის ძალიან სასარგებლოა
ფოლიუმის მჟავა იცავს ბავშვს ხერხემლის პრობლემებისგან და ხელს უწყობს ნაყოფის ნერვული სისტემის სწორ ფორმირებას. გარდა ამისა, ეს ვიტამინი შეუცვლელია ორსულობის შემდგომი დეპრესიის მკურნალობისას, ამიტომაც მას სამართლიანად მიიჩნევენ ქალების მთავარ ვიტამინად.
ფოლიუმის მჟავას უკმარისობამ შეიძლება ესტროგენებზე რეპროდუქციული ორგანოების ნორმალური ფუნქციის დაქვეითება გამოიწვიოს.
მოზარდობისას ფოლიუმის მჟავა ხელს უწყობს გოგონას ნორმალურ სქესობრივ მომწიფებას და ეხმარება აკნეს მკურნალობაში.
ეს ვიტამინი მამაკაცებისთვისაც აუცილებელია. ის ხელს უწყობს სპერმის მომწიფებას. მამრობითი სქესის მოზარდებს სქესის მახასიათებლების ხმის, წვერის, სათესლე ჯირკვლების ნორმალური განვითარებისა და ფუნქციონირებისთვის ყოველდღიურად სჭირდებათ გარკვეული რაოდენობის ფოლიუმის მჟავას მიღება.
მას ასე, ფოლიუმის მჟავას უხვად შეიცავენ პარკოსნები, სალათა, ისპანახი, მწვანე ხახვი, მწვანე ბარდა, ლობიო, სოია, ჭარხალი, სტაფილო, ტომატი, წიწიბურასა და შვრიის ბურღული, ცეხვილი ფქვილისგან გამიმცხვარი პური, ფეტვი, საფუარი.
რაც შეეხება ცხოველური წარმოშობის საკვებს, ფოლიუმის მჟავა უხვადაა ღვიძლში, თირკმლებში, ხაჭოში, ყველში, ხიზილალას და კვერცხის გულში.
თუმცა, ყველაზე გონივრული იქნება, თუ ფოლიუმის მჟავას აბების სახით მიიღებთ, რა თქმა უნდა, ექიმთან კონსულტაციის შემდეგ.
სოფიო ბულაური