21 აპრილი, 2016
ჩაი და სამკურნალო ბალახების მიკროოყნები ნაწლავის პოლიპებისთვის
ნაწლავებში პოლიპების წარმოქმნის მიზეზი შეიძლება იყოს არასწორი კვება, მავნე ჩვევები ან გარემოს ნეგატიური ზემოქმედება.

ამ პრობლემის მოსაგვარებლად შეგიძლიათ გამოიყენოთ სათანადო სამკურნალო თვისებების მქონე ბალახების ნაკრები. ამისთვის დაგჭირდებათ ქრისტესისხლა, ფარსმანდუკი, კალენდულა.

აურიეთ ერთმანეთში თითო წილი ფარსმანდუკი და ქრისტესისხლა და ორი წილი კალენდულა (ყვავილი). ერთ სადილის კოვზ ნაზავს დაასხით ერთი ჭიქა მდუღარე წყალი და გააჩერეთ მანამ, სანამ თბილი არ გახდება.

შემდეგ ნაყენი გადაწურეთ და დაუმატეთ ცოტაოდენი სიმინდის ზეთი. მიღებული მასით ყოველდღე, ნაწლავის დაცლის შემდეგ, გაიკეთეთ მიკროოყნა -
100 მილიგრამი.

ძახველის ჩაი აფერხებს პოლიპების ზრდას და ხელს უშლის მათ სიმსივნედ გარდაქმნას.

ნედლი ან გამომშრალი ძახველის ნაყოფი დააყენეთ ჩაის პრინციპით, დაუმატეთ ცოტაოდენი თაფლი და დალიეთ 3-4-ჯერ დღეში, თანაბარი რაოდენიბით.

სოფიო ბულაური
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS