20 აპრილი, 2016
ქვიშა და კენჭები თირკმლებში - პრობლემა, რომლის მოგვარება ხალხური მედიცინითაც შეგიძლიათ
დიდებზე რომ არაფერი ვთქვათ, ქვიშა თირკმლებში დღეს ბავშვებშიც გავრცელებული დაავადებაა. რაც უფრო ადრე მიაქცევთ ყურადრებას ქვიშასა და კენჭებს თირკმლებში, მით უფრო ადვილად ჩაივლის მკურნალობის პროცესი. რა თქმა უნდა, ლაპარაკია ქვიშასა და პატარა ზომის კენჭებზე, რომელთა გამოდევნა ხალხური საშუალებებითაც შეიძლება.

გაითვალისწინეთ, არავითარ შემთხვევაში არ გამოიყენოთ ხალხური რეცეპტი ექიმთან კონსულტაციის გარეშე, მით უმეტეს, თუ დიდი ზომის კენჭები გაწუხებთ!

ყურადღება მიაქციეთ, რა სიგნალს გაძლევთ ორგანიზმი! შარდკენჭოვან დაავადებებზე უნდა მიიტანოთ ეჭვი, თუ გაწუხებთ:

ძლიერი ლოკალური ტკივილები წელის არეში, ფერდში,
მუცლის ქვედა ნაწილში;
ინტენსიური ჩხვლეტები მარჯვენა ნეკნებქვეშ;

თავის ტკივილი და დამახასიათებელი მწარე გემოს შეგრძნება.

ყველა ეს სიმპტომი განსაკუთრებულად გამოხატულია საკვების (განსაკუთრებით ცხიმიანის) მიღების შემდეგ.

ინგრედიენტები:

10 გრამი ლიმონის კანი.

10 გრამი შაქრის პუდრი.

10 გრამი ოხრახუშის ფესვი.

10 გრამი თაფლი.

10 გრამი ზეითუნის ზეთი.

მომზადების წესი:

ლიმონის კანი აუცილებლად გულმოდგინედ გარეცხეთ საკვები სოდის მეშვეობით, ოღონდ შემდეგ კარგად გაავლეთ წყალში და ოხრახუში ფესვებთან ერთად დააქუცმაცეთ ბლენდერის მეშვეობით, დაუმატეთ დანარჩენი ინგრედიენტები.

ნაზავი უნდა მოამზადოთ ყოველ საღამოს და შეინახოთ მაცივარში. უნდა მიიღოთ 1 სადილის კოვზი - დილით უზმოზე და საღამოს ძილის წინ. ეს რეცეპტი აბსოლუტურად უწყინარია და ის ოჯახის ყველა წევრისთვის სასარგებლო იქნება.

სოფიო ბულაური 

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 1 /
ლელა
რამდენ ხანს უნდა ვსვათ ეს ნაზავი?
15:09 / 16-08-2016
გამოხმაურება / 0 /
TOPS