19 აპრილი, 2016
იასამანი როგორც სამკურნალო საშუალება, ხალხური მედიცინის შეუცვლელი რეცეპტები
როგორც აღმოჩნდა იასამანი არამარტო თვალს ახარებს და მშვენიერებით გვატკბობს, სასარგებლო თვისებებიც აქვს და სხვადასხვა დაავადებების სამკურნალოდ გამოიყენება.

წამლის მოსამზადებლად გამოიყენება მხოლოდ, ღია ან ცოტა უფრო მუქი იასამნისფერი იასამანი, მაგრამ არა თეთრი.

სამკურნალოდ გამოგადგებათ ყვავილები, ქერქი, კვირტები. იასამანს აფთიაქში ვერ იპოვით, რადგან მხოლოდ ხალხურ მედიცინაში ვხვდებით, ამიტომ როგორც კი იასამანი გამოჩნდება, შეაგროვეთ, გააშრეთ და მოსახერხებელ ადგილას შეინახეთ.

როგორ და რისთვის გამოიყენება ისამანი:

- იასამნის ქერქის ნახარში, გამოიყენება წყლულის, ჩირქოვანი ჭრილობებისა და კანზე გამონაყარის დროს.

- იასამნის კვირტი კარგია
კანის ალერგიული დაავადებებისას, ასევე სისხლში შაქრის შემცველობას ადაბლებს.

- იასამნის ყვავილები, ჩაის ან ნაყენის სახით, ძალიან დაგეხმარებათ გრიპის, მწვავე ვირუსული ინფექციის, კუჭის წყლულის, ხველის, ქოშინის, დიაბეტის, რევმატიზმის, ნაწლავური სისტემის მოწესრიგების შემთხვევაში.

- იასამნის სპირტიანი ნაყენი კარგია რევმატიზმის, ნევრალგიის, წყლულით გამოწვეული ტკივილის, დაზიანებებისა და ჭრილობების სამკურნალოდ.

- იასამნის ახალ ფოთლებს, ჩირქოვან ჭრილობებსა და წყლულებზე ადებენ. თავის ტკივილის დროს შეგიძლიათ, ფოთლები შუბლზე დაიდოთ, ტკივილი მალევე გაივლის.

იასამნით მკურნალობის მაისის რეცეპტები:

იასამანს, სწორედ მაისში, ყვავილობისას აგროვებენ.

იასამნის ნაყენი

ჭიქის მეოთხედ ისამნის ფოთლებს, ყვავილებს ან კვირტებს, დაასხით 200 გრ სპირტი და გააჩერეთ ბნელ ადგილას 2 კვირას. ართრიტისა და ნევრალგიის შემთხვევაში ნაყენით დაიზილეთ. რევმატოიდული ართრიტის დროს კი სახვევის სახით გამოიყენეთ. დღეში 4-5-ჯერ გამოიცვალეთ.

ვარიკოზის მკურნალობისას - ქილაში მოათავსეთ იასამნის ყვავილები, დაასხით არაყი და ერთ თვეს შეინახეთ. ღამით კომპრესების სახით გამოიყენეთ.

ნაოკო ვატანაბე

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS