ზამთრის გადატანის გამო გაღიზიანებული კანი, გამომშრალი და ფერმკრთალია.
აუცილებელია, ძალიან ნაზად გაიწმინდოთ და გამოიყენოთ დამატებითი ნიღბები.
როცა საგრძნობლად დათბება, შედარებით მსუბუქი დამატენიანებელი გამოიყენეთ, სასურველია უსუნო და ანთებითი პროცესების საწინააღმდეგო ეფექტით, ეს ფორებს არ ხურავს.
დროა ზამთრის მომვლელი საშუალებებიდან, საზაფხულო საშუალებებზე გადახვიდეთ. გარდა დღისით მსუბუქი
გაზაფხულზე რეკომენდებულია ანტისტრესული კოსმეტიკა, რაც ეფექტურად აღადგენს დაღლილ კანს. კრემი უნდა შეიცავდეს A, C , E ვიტამინებს, პანტენოლს, სხვადასხვა მჟავას, ანტიოქსიდანტებს და ა.შ.
სახის, დეკოლტესა და ყელის ზონაში, კანის ელასტიურობის შესანარჩუნებლად, მკვებავითა და დამატენიანებელი საშუალებებით სისტემატურად უნდა ისარგებლოთ.
მსგავსი ნიღბების დამზადება სახლის პირობებშიცაა შესაძლებელი:
კვერცხის გულისგან დამზადებული ნიღაბი მშრალი კანისთვის
მშრალი კანის მოსავლელად, კვერცხის გული შესანიშნავი საშუალებაა, ამიტომ ნუ დაზარდებით და სახლის კვერცხი შეიძინეთ. ეს პროდუქტი ცოცხალ ნივთიერებებს შეიცავს, რაც კანს ლამაზ და ჯანსაღ შესახედაობას სძენს.
თუ მარტივ პროცედურას მიმართავთ, საკმარისია კვერცხის გული სახეზე წაისვათ. ცოტა უფრო რთულ შემთხვევაში კი, კვერცხის გულს 1 ჩ.კ. თაფლი დაუმატეთ, რაც ვიტამინებისა და მკვებავი ნივთიერებების რაოდენობას გაზრდის. ნიღაბი უნდა გაიჩეროთ, ვიდრე დნობას არ დაიწყებს. პროცედურა ყოველ მესამე დღეს გაიმეორეთ.
ნიღაბი ძალიან მშრალი და გაღიზიანებული კანისთვის
თუ მშრალი კანი გაგიღიზიანდათ და ქარმა კიდევ უფრო გამოგიშროთ, კიტრი და იოგურტი დაგეხმარებათ. აიღეთ ნახევარი კიტრი და ნატურალური უშაქრო იოგურტი. დახეხილი კიტრი და იოგურტი ერთმანეთს აურიეთ და სახეზე გადაინაწილეთ. ნიღბის წასმის შემდეგ 10-15 წუთით უნდა იწვეთ, რადგან ნიღაბი არ უნდა ამოძრავდეს.
დროის ამოწურვის შემდეგ, თბილი წყლით ჩამოიბანეთ და დამატენიანებელი წაისვით.
ნაოკო ვატანაბე