ღვიძლის წმენდა ბაბუაწვერას დახმარებით
ღვიძლის გასაწმენდად დაგჭირდებათ ბაბუაწვერას ჩაი.
აიღეთ 1 ჩაის კოვზი ბაბუაწვერას მშრალი ფესვები, დაასხით 0,25 ლ ცხელი წყალი და წამოადუღეთ. შემდეგ 10 წუთს გააგრილეთ.
ასეთი ჩაი 4-6 კვირის მანძილზე, დღეში 2-3-ჯერ აუცილებლად დალიეთ.
წმენდისთვის საუკეთესო დროა გაზაფხული ან ზაფხული.
გაზაფხულზე, ასევე შეგიძლიათ ყოველდღიურად დაღეჭოთ, ახალი ბაბუაწვერას ღეროები, დაუმატოთ
ბაბუაწვერა არამარტო ღვიძლს, სისხლსაც წმენდს, აძლიერებს შინაგან ორგანოებს, როგორებიცაა თირკმლები და ელენთა. ორგანიზმიდან გამოდევნის მძიმე მეტალებს და ასტიმულირებს ნივთიერებათა ცვლის სისტემას.
ბაბუაწვერას ელექსირი ღვიძლისთვის
ღვიძლის მაშველი, ბაბუაწვერას ელექსირის მოსამზადებლად დაგჭირდებათ ბაბუაწვერას 200 ყვავილი. დაასხით ყვავილს 1 ლ წყალი და დაბალ ცეცხლზე, 15 წუთს ადუღეთ. შემდეგ დაელოდეთ 10 საათს და საცერით გაწურეთ. ნაყენს დაუმატეთ 1 ც ლიმონი და 1 კგ შაქარი. შემადგენლობას კარგად აურიეთ, ცეცხლზე შემოდგით და 1 საათს დაბალ ცეცხლზე ადუღეთ, საბოლოოდ კი ქილებში გადმოასხით.
მზა ელექსირი შეგიძლიათ ყოვედღიურად გამოიყენოთ - დაუმატეთ ჩაის, წვენს. მასა თაფლს ძალიან ჰგავს.
ყავა ღვიძლისთვის
ბაბუაწვერას ყავა, სასარგებლოა ღვიძლის უჯრედებისა და გადამამუშავებელი ორგანოებისთვის. გაასუფთავეთ ბაბუაწვერას ახალი ფესვები, დაჭერით წვრილად და მზეზე გაახმეთ, შეგიძლიათ ღუმელი გამოიყენოთ. გამხმარი ფესვები, დაბალ ცეცხლზე, უზეთოდ, მსუბუქად შეწვით.
დამზადებული, შემწვარი ფესვები, ყავის საფქვევში დაფქვით და გამოიყენეთ როგორც ჩვეულებრივი ყავა.
თუ ბაბუაწვერას ყავას ცოტაოდენ დაფქულ დარიჩინსაც დაუმატებთ, ძალიან სასიამოვნო გემოს მიიღებთ.
ნაოკო ვატანაბე