18 აპრილი, 2016
რა არ უნდა ჭამოთ სახსრების დაავადებების დროს - საყურადღებო რჩევები
სახსრების დაავადებები დღეს არა მარტო ასაკოვან ხალხს, ახალგაზრდებსაც აწუხებთ, მათ შორის ბავშვებსაც.

ტკივილის მიზეზი ხშირად სახსრებში საპოხი ნივთიერებების განლევა და მარილების დაგროვებაა. ამ პროცესებზე დიდ გავლენას ახდენს რაციონი.

მაშ ასე, რომელი პროდუქტია ყველაზე საშიში სახსრებისთვის?

თუ სახსრები გაწუხებთ და მარილების დაგროვებისკენ გაქვთ მიდრეკილება, რაციონიდან დაუნანებლად უნდა ამოიღოთ შებოლილი პროდუქტები.

გაზიანი სასამელები დიდი რაოდენობით შეიცავენ არაორგანულ ფოსფატებს. გაზიანი სასმელები ხელს უწყობს ოსტეოპოროზის განვითარებას. გაზიანი სასმელების ნაცვლად უმჯობესია მიირთვათ ახალგამოწურული წვენები, კომპოტები და კისელი.

შედედებული რძე და
კონსერვები ასევე შეიცავენ ბევრ ფოსფორს, რომელსაც სტაბილიზატორების სახით იყენებენ.

დამწნილებული პროდუქტი შეიცავს ბევრ არაორგანულ მარილს, რომლებიც აღიზიანებენ სახსრების ქსოვილს და შეიძლება ანთებითი პროცესისა და დეფორმაციის მიზეზიც გახდეს.

ჩაი, შოკოლადი, ყავა, ცხიმიანი ღორის ხორცი შეიცავენ პურინებს, რომლებიც უარყოფითად მქმედებენ სახსრების ქსოვილზე და პოდაგრის განვითარების ძირითად მიზეზს წარმოადგენენ.

მჟაუნა, ბოლოკი, ისპანახი - შეიცავენ ორგანულ მჟავებს, რმლებიც აღიზიანებენ სახსრების ახლოს მდებარე ნერვებს და არღვევენ სახსრების კვების პროცესს.

ფოსფრის სიჭარბის დროს უნდა მიირთვათ მაგნიუმთ მდიდარი პროდუქტი - ის აქვეითებს ფოსფორის შეთვისების პროცესს. მაგნიუმს შეიცავს ფინიკი, შავი ქლიავი, ქიშმიში, კურაგა, ლობიო, სოიო, თაფლი, შვრიის ფანტელი, წიწიბურა, თხილეული, შავი შოკოლადი, კაკაო. გარდა ამისა, გაზიანი სასმელების ნაცვლად დალიეთ წყალი, ასევე კარგია , თუ ყოველდღე მიირთმევთ ერთ ჭიქა ახალგამოწურულ გრეიფრუტის წვენს.

სოფიო ბულაური
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS