15 აპრილი, 2016
ახალგაზრდობის ელექსირი - ეს ბალახები ჯანმრთელობას შეგინარჩუნებთ
ადამიანი გაჩენის დღიდან ეძებს ახალგაზრდობისა და ჯანმრთელობის ელექსირს. ბუნებას ვერ აჯობებ, მაგრამ სწორედ ბუნება გვაძლევს მასთან ბრძოლის შესაძლებლობას სამკურნალო ბალახების სახით. მათი დახმარებით შეგვიძლია შევინარჩუნოთ ჯანმრთელობა და გავიხანგრძლივოთ ახალგაზრდობა.

უკვდავა, გვირილა, კრაზანა, არყის ხის კვირტები: თითოეულ მცენარეს უამრავი სამკურნალო თვისება აქვს. მათი შეხამება კიდევ უფრო აძლიერებს ადამიანის ორგანიზმზე საასიკეთო გავლენას.

უკვდავა
Эликсир молодости древних знахарей
თავად დასახელება უკვე მრავლისმეტყველია. ამ სამკურნალო ბალახს ბევრი სასიკეთო თვისება აქვს, მათ შორის:

• ანტიმიკრობული
და ანთების საწინააღმდეგო, უზრუნველყოფს ინფექციისგან დაცვას.

• სპაზმოლიტური, რაც ორგანიზმს ღვიძლისა და ნაღვლის ბუშტის დაავადებების დროს ეხმარება.

• სისხლდენის შემაჩერებელი და შარდმდენი.

გვირილა
Эликсир молодости древних знахарей
სამკურნალო თვისებების სპექტრის თვალსაზრისით ამ მცენარეს ანალოგი არ მოეძებნება. ჩვენ მხოლოდ რამდენიმეს შეგახსენებთ:

• ანთების საწინააღმდეგო და ანტისეპტიკური;

• სისხლდენის შემაჩერებელი და შემახორცებელი;

• შარდმდენი და ნაღველმდენი;

• დამამშვიდებელი და ანალგეტიკური;

• კრუნჩხვების საწინააღმდეგო.

ამ თვისებების გათვალისწინებით, თითქმის არ არსებობს მედიცინის სფერო, რომელშიც მას საკურნალო მიზნით არ იყენებდნენ.

კრაზანა
Эликсир молодости древних знахарей
ეს მცენარე საუკეთესო ანტისეპტიკი და ანტიდეპრესანტია. სწორედ ამ თვისებებს იყენებენ მედიცინაში, თუმცა მას გაცილებით ფართო შესაძლებლობები აქვს, მათ შორის: ნაღველმდენი, შემკვრელი, დამამშვიდებელი, სპაზმოლიტური.

არყის ხის კვირტები
Эликсир молодости древних знахарей
არყის ხის კვირტებს უამრავი სამკურნალო თვისება აქვს:

• შარდმდენი და ნაღველმდენი;

• ანთების საწინააღმდეგო და სიცხის დამწევი;

• ტკივილგამაყუჩებელი;

• შეშუპების საწინააღმდეგო.

ახლა კი ახალგაზრდობის ელექსირის რეცეპტი:

ინგრედიენტები:

100 გრამი გვირილა.

100 გრამი კრაზანა.

100 გრამი უკვდავა.

100 გრამი არყის ხის კვირტები.

თაფლი.

მომზადების წესი:
Эликсир молодости древних знахарей
ხმელი ინგრედიენტები დაფქვით ყავის საფქვავით და მოათავსეთ თავდახურულ ჭურჭელში. 1 სადილის კოვზ ბალახეულ ნაზავს დაასხით 0,5 ლიტრი მდუღარე წყალი და გააჩერეთ 20 წუთის განმავლობაში. შემდეგ ბამბის ქსობილის (ან რამდენიმე ფენა მარლის) მეშვეობით გადაწურეთ.

1 ჭიქა თბილ ნაყენში გახსენით 1 სადილის კოვზი თაფლი, დალიეთ ძილის წინ.
ელექსირის დალევის შემდეგ არაფრის დალევა და ჭამა არ შეიძლება.

დილით, საუზმემდე 20 წუთით ადრე, შეათბეთ დარჩენილი ნაყენი, შეურიეთ 1 სადილის კოვზი თაფლი და დალიეთ. მკურნალობის ციკლი მოიცავს 30 დღეს. კურსი კი ტარდება 5 წელიწადში ერთხელ.

სოფიო ბულაური
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS