14 აპრილი, 2016
ებრძოლეთ ოფლს ბუნებრივი საშუალებებით
ზაფხულის მოახლოებასთან ერთად აქტუალური ხდება ოფლიანობით გამოწვეული პრობლემებიც. შემოთავაზებული რეცეპტები დაგიცავთ ოფლის უსიამოვნო სუნისგან და მოაწესრიგებს საოფლე ჯირკვლების მუშაობას. ასევე, გაგიუმჯობესებთ კანის მდგომარეობას.

სალბის ნაყენი

სალბი შეიცავს მაგნიუმსა და B კომპლექსის ვიტამინებს, რომლებიც აწესრიგებენ ოფლის გამოყოფაზე პასუხისმგებელი ჰორმონების მუშაობას.

5 კოვზ დაქუცმაცებულ სალბის ფოთლებს დაასხით 1 ლიტრი წყალი და ადუღეთ ნელ ცეცხლზე 15 წუთის განმავლობაში. შემდეგ გააგრილეთ ოთახის ტემპერატურამდე და გადაწურეთ.

დალიეთ დღეში ერთი-ორი ფინჯანი. ძილის წინ კი სალბის ნაყენში დასველებული ბამბის ტამპონით იღლიები გაიწმინდეთ.

ვაშლის ძმარი, როზმარინი, ბეგქონდარა

ამ კომპონენტების ნაზავი დაგიცავთ ოფლის უსიამოვნო სუნისა და ჭარბი ოფლიანობისგან.

ერთ ფინჯან ადუღებულ წყალში ჩაყარეთ თითო კოვზი როზმარინი და ბეგქონდარა და ადუღეთ 15 წუთის განმავლობაში. შემდეგ გააგრილეთ, გადაწურეთ და ნახევარი ფინჯანი ვაშლის ძმარი შეურიეთ.

მიღებული ნაზავით გაიწმინდეთ იღლიები, ყელი და სხეულის სხვა ნაწილები.

სოფიო ბულაური
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS