ტოქსინები დროთა განმავლობაში ილექება და შეუძლიათ როგორც სიმსივნის, ისე სხვა დაავადებების გამოწვევა.
კვლევამ აჩვენა, რომ ბოლო დროს საგრძნობლად იმატა ქალების რიცხვმა, რომლებიც ექიმს მკერდის სიმსივნისა და ლიმფური სისტემის პრობლემებით მიმართავს.
ჩვენს ორგანიზმს შეუძლია, თავისუფლად გაუმკლავდეს ამ ქიმიკატებს, მაგრამ მხოლოდ ერთი პირობით: კანის ფორები არ უნდა დაბინძურდეს
რა უნდა მოიმოქმედოთ.
პირველ რიგში უნდა დალიოთ რაც შეიძლება მეტი წყალი. წყალი სხეულს, ტოქსინების ეფექტურად გამოდევნაში ეხმარება.
გარდა ამისა გთავაზობთ რეცეპტს, რომელიც კარგად წმენდს ფორებს. დაგჭირდებათ
მხოლოდ 4 ინგრედიენტი:
ვაშლის ძმარი, 1 სუფრის კოვზი.
როზმარინის ეთერზეთი, 3 წვეთი.
ქინძის ეთერზეთი, 5 წვეთი.
1 სუფრის კოვზი ბენტონიტური თიხა.
მოამზადეთ გამწმენდი მაზი:
1. აურიეთ ძმარი და თიხა. ნარევი არაჟნის კონსისტენციის უნდა იყოს.
2. დაუმატეთ ეთერზეთი.
3. წაისვით იღლიებში სქელ ფენად და რამდენიმე წუთს გაიჩერეთ.
4. თუ არსად გასვლას არ აპირებთ, ეცადეთ, რაც შეიძლება დიდხანს გაიჩეროთ. ეს შეიწოვს ტოქსინებს და გამოდევნის სხეულიდან.
5. მასა ხელით, თბილი წყლით ჩამოიბანეთ.
6. პროცესი კვირაში ერთხელ მაინც გაიმეორეთ.
კიდევ რამდენიმე ხერხი თავის დასაცავად, რომლებიც დაგეხმარებათ ტოქსინების გარეშე იცხოვროთ
1. როგორც კი სახლში მიხვალთ, აიღეთ ღრუბელი და კარგად დაიბანეთ იღლიები. ამით კანის უჯრედებს ტოქსინებისგან გაწმენდთ.
2. დეოდორანტი მხოლოდ მას შემდეგ წაისვით, როცა ამ ადგილებს წყლისა და სოდის ხსნარით დაიმუშავებთ. ვისაც მგრძნობიარე კანი აქვს, ამას ნუ გააკეთებს.
3. თუ იღლიის სუნს გრძნობთ, ჯერ კარგად დაიბანეთ, შემდეგ დაიმუშავეთ წყალში გახსნილი სოდით.
4. გახსოვდეთ, ეს ნატურალური დეოდორანტი 6 საათს დაგიცავთ. თუ საყვარელ სპრეიზე უარს ვერ ამბობთ, წლის განმავლობაში, მოცემული პროცედურები ორი კვირით მაინც ჩაიტარეთ.
ნაოკო ვატანაბე